„ჩემი თვალით დანახული ჭაობი“
27 იანვარი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული სტუდენტური თსუ-ეკო კლუბი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს ახალ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსს „ჩემი თვალით დანახული ჭაობი“ ჰქვია და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება.
როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რეგიონში ბიომრავალფეროვნების, გადამფრენი ფრინველებისათვის საჭირო გზის უზრუნველსაყოფად, ასეთ ტერიტორიებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. კონკურსის მიზანი სკოლის მოსწავლეების ჭაობების პრობლემებით დაინტერესებაა. თსუ ეკოკლუბის წარმომადგენლებს სკოლის მოსწავლეებისთვის ამ თემაზე მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება სურთ, რათა ბავშვებმა კარგად გააცნობიერონ ჭაობების შესწავლასა და გამოყენების მხრივ არსებული მნიშვნელობა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს. კონკურსის პირველი ეტაპი 26 დეკემბერს დაიწყო და 24 იანვარს დასრულდა.
ეკო კლუბის ხელმძღვანელის, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მესამე კურისს გეოგრაფიის მიმართულების სტუდენტის ნიკა წითელაშვილის თქმით, კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს ჭაობის მოდელი ან მაკეტი უნდა დაემზადებინათ და ნამუშევრისთვის სახელიც შეერჩიათ. სახელი ჭარბტენიანი ტერიტორიების თემის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ნამუშევრის ამსახველი 3 ფოტოსურათი კონკურსის მონაწილეებს თსუ ეკოკლუბის ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოეგზავნათ. ცნობისათვის, საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრების ფოტოების ნახვა მსურველებისთვის თსუ ეკოკლუბის ფეისბუკის გვერდზეც არის შესაძლებელი.
მოდელის ან მაკეტის დასამზადებლად კონკურსანტებს ნებისმიერი მასალის გამოყენება შეეძლოთ. კონკურსის დასკვნითი ნაწილი აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებისათვის 31 იანვარს თსუ-ის პირველ კორპუსში, ხოლო დასავლეთ საქართველოს სკოლებისათვის კი 1 თებერვალს ქალაქ ფოთში ჩატარდება.
მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთათვის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს სკოლებიდან, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, გაიმართება ექსკურსია კოლხეთის ეროვნულ პარკში, სადაც სკოლის მოსწავლეებისათვის, თსუ ეკოკლუბის წარმოამდგენელთა მიერ, ჭაობის თემაზე საინტერესო ლექციაც გაიმართება.