ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტი - თსუ-ში აღდგენილი ტრადიცია
28 იანვარი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიული ფაკულტეტი განახლებული სახით აღსდგა. ფაკულტეტი, რომელსაც საფუძველი უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ქართული ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა დიმიტრი უზნაძემ ჩაუყარა, 2005 წლის საგანმანათლებლო რეფორმის შემდეგ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან გაერთიანდა, როგორც ერთ-ერთი მიმართულება. 2014 წლის ოქტომბრიდან კი მას „დამოუკიდებელი“ სტატუსი დაუბრუნდა და დღეს ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტის სახელით ფუნქციონირებს.
ამჟამად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს 1400-მდე სტუდენტი (სწავლების სამივე დონეზე), რომელთა განათლებასაც ემსახურება 60-მდე პროფესორი; ფაკულტეტზე ხორციელდება 4 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და 15-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა. ფაკულტეტზე არსებობს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი, სადაც შედის კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის და კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართულებებით); პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (პიროვნების ფსიქოლოგიის მიმართულება); ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირების და კონსულტირების მიმართულება; სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის და გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება); განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (განათლების ფსიქოლოგიისა და კვლევის მიმართულება); სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგია და კონსულტირება; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (ორგანიზაციული ფსიქოლოგიის და ადამიანური რესურსის მართვის მიმართულება); ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი, რომლის პირდაპირი დაქვემდებარების მიმართულებებია: კონფლიქტების ანალიზისა და მართვის, ორგანიზაციის განვითარებისა და კონსულტირების მიმართულებები.
ფაკულტეტს გააჩნია სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, მატერიალური და ფინანსური რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მაღალ დონეს.
ფაკულტეტის ისტორია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაარსებიდანვე, ფილოსოფიის და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან, დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით, გაიხსნა ფსიქოლოგიის კათედრა, რომელთანაც არსებობდა პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო მოგვიანებით - პედოლოგიის კათედრა. თავიდან ფსიქოლოგიის დარგი უნივერსიტეტში ერთადერთი ფსიქოლოგით - დიმიტრი უზნაძით იყო წარმოდგენილი, თუმცა 1923 წელს უკვე შესაძლებელი გახადა კათედრასთან ფსიქოლოგიური ლაბორატორიის გახსნა, ხოლო 1926 წელს საქართველოში დაარსდა ფსიქოლოგთა საზოგადოება, რომლის წევრებიც თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ. სწორედ ფსიქოლოგიის კათედრასა და მის ბაზაზე გახსნილ ლაბორატორიაში შეიქმნა და დამუშავდა მსოფლიოში ცნობილი - დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. დიმიტრი უზნაძე ფსიქოლოგიის კათედრას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
წლების განმავლობაში კათედრის სამეცნიერო კვლევის დიაპაზონი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცავდა ფსიქოლოგიის ყველა დარგს: ზოგად ფსიქოლოგიას, დიფერენციალურ, ბავშვისა და გენეტიკურ ფსიქოლოგიას, პედაგოგიურ ფსიქოლოგიას, დეფექტოლოგიას და ა.შ. რომელმაც არაერთი საერთშორისო აღიარება მოიპოვა.
რაც შეეხება უნივერსიტეტში პედაგოგიკურ მეცნიერებას - 1919 წლიდან უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა "საპედაგოგო ინსტიტუტი" დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდიდან უნივერსიტეტი ამზადებს მასწავლებლებს. 1922 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა პედაგოგიური ფაკულტეტი, რომლის დეკანი იყო პროფესორი კორნელი კეკელიძე. 1930 წლიდან კი უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტთან, არსებობს პედაგოგიკის ზოგადსაუნივერსიტეტო კათედრა და პედაგოგიკის კურსი იკითხება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე. 1990 წლიდან პედაგოგიკის კათედრა შეუერთდა ახლადშექმნილ ფსიქოლოგიის ფაკულტეტს, ხოლო 2006 წლიდან შეიქმნა პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც შევიდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის მიზნები
„ფსიქოლოგია რთული და მრავალფეროვანი დარგია. იგი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც სიციალურ, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, რადგან მისი კვლევის ობიექტია ადამიანი, რომელიც სოციუმის ნაწილია; მაგრამ, ამავდროულად, მის ქცევას ბიოლოგიური საფუძვლები აქვს, რისთვისაც ვიყენებთ ექსპერიმენტულ და ემპირიულ კვლევებს.
ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მიიღო გადაწყვეტილება აღმდგარიყო ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს საქართველოში, ჩემი აზრით, განათლება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რადგან ბევრი მიმართულებით მაქვს შეხება, როგორც უნივერსიტეტის პროფესორს, გამოცდების ეროვნული ცენტრის კონსულტანტს და როგორც კლინიცისტს, რომელთანაც მოდიან ამ განათლების სისტემით დამახინჯებული ბავშვები“, - ამბობს ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი თამარ გაგოშიძე, რომლის განმარტებითაც ფსიქოლოგები წლების განმავლობაში უშედეგოდ იბრძოდნენ ფაკულტეტის დამოუკიდებლობისთვის.
ახალი ფაკულტეტი გასული წლის ოქტომბერში დაარსდა და როგორც დეკანის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, ორგანიზაციული თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ნულიდან იწყება მისი შექმნა - დაწყებული კრედიტების გადანაწილებით, ახალი საგნების შემოღებით, ლაბორატორიების შექმნით და ა.შ. ეს ყველაფერი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული, რომ 2016 წელს ფაკულტეტმა აკრედიტაცია მოიპოვოს. (ჯერჯერობით ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის კურსდამთავრებულების ხარისხი არის - სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ფსიქოლოგიაში).
როგორც თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, ბაკალავრიატში ფსიქოლოგიის პროგრამის მიზანია, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სტუდენტი იმგვარად, რომ მან შეძლოს კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება და რეალიზება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. გარდა ამისა, ფაკულტეტის მიზანია, სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა განავითაროს კრიტიკული აზ-როვნებისა და რაოდენობრივი ანალიზის უნარი; დაეუფლოს წერითი და ვერბალური კომუნიკაციის ჩვევებს; ბაკალავრის საფეხურზე მიღებული ცოდნა იყოს მყარი საფუძველი ზედა საფეხურის აკადემიური და პროფესიული პროგრამების უკეთ დაუფლებისათვის; სტუდენტს მიეცეს საშუალება გაეცნოს და ისწავლოს პიროვნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და ნორმალური და პათოლოგიური ქცევის ამხსნელი თეორიები; შეისწავლოს პიროვნების კვლევისა და დიაგნოსტირების ინდივიდუალური, კლინიკური და ჯგუფური მეთოდები და ა.შ. პროგრამა აგებულია სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ცოდნაზე. რიგი დისციპლინების მიზანია სტუდენტს საშუალება მიეცეს, გაეცნოს განათლებისა და სწავლის თანამედროვე თეორიებს, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებს; გაიღრმავოს ცოდნა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვის ფსიქოლოგიაში, აგრეთვე, დაეუფლოს კვლევის მეთოდებს და გაეცნოს მათი გამოყენების სპეციფიკას განათლების სფეროში.
„ჩვენი განათლების ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ის, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს არ აქვთ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. ახალი სასწავლო პროგრამით კი სტუდენტი შეიძენს იმ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს, რომლებიც აუცილებელია საქმიანობის დასაწყებად. მას შეეძლება დამოუკიდებლად განახორციელოს მცირე მასშტაბის კვლევა, შეეძლება ახსნას, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე სოციალური, პიროვნული და სიტუაციური ფაქტორები; ამასთანავე, გამოიმუშავებს კრიტიკულ აზროვნებას; შეიძენს სფეროში მუშაობისათვის საბაზისო პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ა.შ. საბაკალავრო პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე სწავლისა და სწავლების პროცესის შეფასებაში ძირითადი პარამეტრების მიხედვით, განსაზღვროს არსებული ხარვეზები, დაკავშირებული როგორც ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან, ასევე სწავლების მეთოდებთან და დაწესებულების ფსიქოლოგიურ კლიმატთან. საბაკალავრო დონეზე სტუდენტები შეისწავლიან ორგანიზაციისათვის ისეთ მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვისა და შეფასების ძირითად ასპექტებს, როგორიცაა: პერსონალის შერჩევა, ტრენინგი და განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, სამუშაოს ანალიზი და სხვ. და ბოლოს - ბაკალავრიატში მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული შეძლებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას,“ _ ამბობს დეკანის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაგოშიძე, რომელიც სხვა მიზნებთან ერთად, ოცნებობს, თუ შესაძლებელი იქნება, ფსიქოლოგიის და განათლების ფაკულტეტზე მოხდეს საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვა, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების საუკეთესო საშუალებაა.