ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის ღია კარის დღე

განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის ღია კარის დღე
30 ოქტომბერი, 2014
3 ნოემბერს, 12:00 საათზე განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის ღია კარის დღე გაიმართება. შეხვედრაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს და კონსულტაცია გაიარონ უშუალოდ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა და მიზნად ისახავს სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.

განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავრი პროგრამაა სასტიპენდიო კონკურსი საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების სმსურველთათვის. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მოიპოვებენ სახელმწიფო სტიპენდიას, რომელიც ფარავს როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯებს (ან რომელიმე მათგანს).

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლის მაისში პირველად გამოაცხადა სასტიპენდიო კონკურსი სტუდენტებისთვის. კონკურსში გამარჯვებული 77 სტუდენტი უკვე გაემგზავრა სასწავლებლად მსოფლიოს  წამყვან უნივერსიტეტებში უნივერსიტეტებში.

ამჟამად ცენტი  ისევ აცხადებს სასტიპენდიო კონკურს.  აპლიკანტების საბუთების მიღება 3 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის  ეწვიეთ  განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდს.

მისამართი: გუდიაშვილის №7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა

სხვა სტატიები »