ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტში

29 სექტემბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო პროგრამის „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები” ღია კარის დღე.

ახალი სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თსუ-ში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ეს ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება ერთდროულად სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე. სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკის პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები, შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთობებში, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, შედარებითი შრომის სამართალი.

პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან: ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი), პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი, მაგდებურგის უნივერსიტეტი, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.

მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ, პროექტის ფინანსური დახმარებით, სამაგისტრო თეზისები მოამზადონ საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტბში.

სხვა სტატიები »