ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

როგორ აპირებს რექტორი გამოცხადებული ნდობის გამართლებას

25 სექტემბერი, 2013
თსუ-ის აკადემიურ საბჭოსთან ერთად არჩევანი საზოგადოებამაც გააკეთა – რექტორის პოსტი აკადემიკოსმა, ეკონომისტმა,მეცნიერმა, ექსპერტობის დიდი გამოცდილების მქონე ლადო პაპავამ დაიკავა. წლების შემდეგ უნივერსიტეტს სათავეში პირველად ჩაუდგა ის პიროვნება, რომელსაც რექტორის პოსტზე ასარჩევად თავად საზოგადოება რეკომენდირებდა. ეს უპირატესობა ახლადარჩეულ რექტორს უდავოდ აქვს და უნივერსიტეტის მიღმა დარჩენილი პროფესურის ნაწილის მხრიდან რეაქციებმაც არ დააყოვნა. ზოგიერთი მეცნიერი თუ მოქალაქე გარეთ გამომავალი ქართული პრესის ფურცლებზე უკვე ეხმიანებადა მიმართვებსაც კი უგზავნის ახალ რექტორს, თუ რას მოელის მისგან. ასე რომ, უმრავლესობა პოზიტიური ცვლილებების მოლოდინშია. რით დაიწყებს საქმიანობას და რა პრიორიტეტებზე აკეთებსაქცენტს რექტორი? -ამ თემაზე თავად ბატონი ლადო პაპავა გვესაუბრა.

- ძალიან დიდია საზოგადოების მოლოდინი - რით დაიწყებთ თქვენს მოღვაწეობას უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე. საზოგადოება ელოდება ცვლილებებს. რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები?
- ჯერ-ჯერობით დიდად ვერ დავიტრაბახებ საქმის წინ წაწევით, რადგან მცირე დროა გასული მას შემდეგ, რაც რექტორის მოვალეობის შესრულებას შევუდექი. თანაც უნივერსიტეტში ჩემი მოსვლა დაემთხვა არდადეგებისა და პროფესორთა შვებულებების პერიოდს, ამიტომ, ბუნებრივია, დასახული გეგმების რეალიზების პროცესი აქტიურად ჯერ არ დაწყებულა. მზად ვარ, 100 დღის შემდეგ(ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო 19 აგვისტო), 29 ნოემბერს წარვდგე საზოგადოების წინაშე ანგარიშის ჩასაბარებლად - რა გაკეთდა პირველი 100 დღის განმავლობაში უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, ყველა დაპირებისშესრულება ვერ მოესწრება და, ალბათ, საზოგადოებაშიც არ იარსებებს ყველა პრობლემის უცებ გადაჭრის მოლოდინი, მაგრამ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ ყველა პირს მე დეტალურად მოვახსენებ - როგორ მიდის პროცესები. მოგეხსენებათ, რექტორის არჩევნები ლოკალური საკითხი არ გახლავთ და ამ პროცესის მიმართ სრულიად საქართველოს ინტერესი იყო ძალიან დიდი, რაც თავად წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივმა აქტიურობამაც დაადასტურა. აქედან გამომდინარეც გამიჩნდა ანგარიშის ჩაბარების იდეა. ასე რომ, მე არამხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საზოგადოების წინაშეც ვგრძნობ თავს ანგარიშვალდებულად.
პირველი მოქმედება, რაც გავაკეთე(ეს, ალბათ, დიდი სატრაბახო არც უნდა იყოს), რექტორის კაბინეტში დაბრუნდა ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი - რასაც ჩემი მხრიდან სიმბოლურ ნაბიჯს უფრო ვუწოდებ.
გარდა ამისა, რაც წინასაარჩევნო კონცეფციაში მქონდა გაცხადებული (ყველა ეს პოსტულატი საკმაოდ კარგად გააშუქა უნივერსიტეტის გაზეთმა), ბუნებრივია, ყველაფრის რეალიზაციას ეტაპობრივად შევუდგები ჩემი ვალდებულებების გათვალისწინებით. ამ მიმართულებებით პირველი დავალებები უკვე გაცემულია.

- წარმატებული უნივერსიტეტის თქვენეული კონცეფცია 3 ძირითად პუნქტს ეყრდნობა. ეს არის ნიჭიერი სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების კონცენტრაცია, სათანადო დაფინანსება და მოქნილი მმართველობა. როგორ აპირებთ ნიჭიერი სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების კონცენტრაციას?

- პირველ რიგში, დაპირებისამებრ, ვფიქრობ პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნას (როცა სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ უნივერსიტეტი კონკურსის საფუძველზე დოქტორანტებს შესთავაზებს 2-3 წლიან კონტრაქტს უნივერსიტეტის კვლევით და სასწავლო საქმიანობაში ჩასართავად). ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ზოგიერთ პროფესორთან კონსულტაციები უკვე გავიარე. სათანადო სამსახურს მივეცი დავალება ფინანსური რესურსის მოძიების თაობაზე და, ასევე, გარკვეულ ჯგუფს დავავალე, რომ მოამზადოს შესაბამისი დებულების პროექტი. ჩვენი ჩანაფიქრის თანახმად, პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი 2014 წლიდან უკვე უნდა არსებობდეს. იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხარისხი დაცული ექნებათ, კონკურსის წესით შევარჩევთ და საუკეთესოებს უნივერსიტეტში დავტოვებთ.

- რას ნიშნავს მოქნილი მმართველობა, რასაც ასევე ითვალისწინებს თქვენი კონცეფცია?
- პირველ რიგშივისაუბრებ იმ ცვლილებებზე, რომელიც უშუალოდრექტორის კომპეტენციაა - ეს არის რექტორის მოადგილეების ანუ ვიცე-რექტორების დანიშვნის თემა. დღემდე უნივერსიტეტს ორი ვიცე-რექტორი ჰყავდა, თუმცა მათი ფუნქციები სტრუქტურირებული არ ყოფილა. ჩვენი ხედვაა, რომ რექტორს ჰყავდეს სამი მოადგილე, რომელთა ფუნქციებიც მკაცრად სტრუქტურირებული იქნება. ჩვენ გვეყოლება ვიცე-რექტორი, რომელიც სასწავლო პროცესს გააკონტროლებს; იქნება ცალკე ვიცე-რექტორი, რომელიც სამეცნიერო მიმართულებას ჩაიბარებს. ასევე გვეყოლება ვიცე-რექტორი, რომელიც უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას და რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა - როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი ხვალ? რა საერთაშორისო ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს?როგორი ტიპის მოდელი უნდა ჩამოყალიბდეს? (ამ მოდელში ვითვალისწინებთ როგორც მიმდინარე საკითხების გადაწყვეტას, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ორიენტირებას); როგორ უნდა უზრუნველვყოთ უნივერსიტეტის დაახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან? და ა.შ.
მართვის თვალსაზრისით ვაპირებ სათათბიროს შექმნას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტების დეკანები. ეს უნდა იყოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ფაკულტეტებზე მიმდინარე პროცესებს კოორდინაციას გაუწევს. და რაც მთავარია, უნდა გავააქტიუროთ მუშაობა სტუდენტობასთან, რათა მათ ჰქონდეთ განცდა, რომ რექტორი სტუდენტებისთვის ,,ხელმიუწვდომელი” და ,,ხმამიუწვდომელი”არ არის.

- კონცეფციაში თქვენ საუბრობდით მართვის ონლაინ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით...
- რაც შეეხება მართვის ონლაინ სისტემას, რამდენადაც ვხედავ, ამ კუთხით სერიოზული პრობლემებია. უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნოლოგიური უზრუნველყოფის თემა ჩემი მხრიდან, ამ ეტაპზე, სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს. მე მექნება ძალიან სერიოზული მოთხოვნები IT-სამსახურთან მიმართებაში.

- უკვე დაიწყო სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია. თქვენ აუცილებელპირობად მიგაჩნიათ უნივერსიტეტის ელექტრონული ბაზის სრულყოფა, რათა სტუდენტებსა და თანამშრომლებს არ გაუჩნდეთ ტექნიკური პრობლემები. ამ საკითხს დღეს ყველაზე აქტუალურ პრობლემად განიხილავს სტუდენტთა უმრავლესობაც. სხვათაშორის ამ თემასთან ხშირად იყო მიბმული ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენი ინფორმაციით, არის თუ არაუნივერსიტეტის შესაბამისი სამსახური ამ ეტაპზე მზად აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად?
- შესაბამისი სამსახურები სიტყვიერად მზადყოფნას აცხადებენ, მაგრამ თუნდაც დღეს, როდესაც ჩემგან ინტერვიუს იწერთ, ამ კუთხით გარკვეული ჩავარდნა დაფიქსირდა. IT-ის სამსახურის (ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა დაოპერაციების მართვის დეპარტამენტი) წარმომადგენელი დავიბარე დასაკმაოდ მკაცრი გაფრთხილება მივეცი. არ შეიძლება ტექნიკური პრობლემების გამო აკადემიური რეგისტრაციის გავლა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ეს ტექნიკურად დაუძლეველ პრობლემად არ მეჩვენება. თუ ვინმეს კვალიფიკაცია და კომპეტენცია არ ჰყოფნის,ჩვენ ვიპოვით სხვას. ყველამ მინდა კარგად გაიგოს - აკადემიურ პერსონალთან გაფორმებული არცერთი კონტრაქტისა და ხელშეკრულების გადახედვას არ ვაპირებ (არც მაქვს ამის სამართლებრივი უფლება), მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს,დაემშვიდობება უნივერსიტეტს. ვიპოვით სხვას, უკეთეს პროფესიონალს! აკადემიურმა საბჭომ იმისთვის მომცა ეს მანდატი, რომ უნივერსიტეტის და საზოგადოების ნდობა გავამართლო. ამ პასუხისმგებლობით აღჭურვილი კი, მე, ვერავის ვაპატიებ მოვალეობის პირნათლად არშესრულებას. ამდენად, ამჯერად, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია მსგავს ტექნიკურსაკითხებს მოვუარო.

- საინტერესოა, რა გზით აპირებთ სათანადო დაფინანსების უზრუნველყოფას თქვენი გეგმების განსახორციელებლად და ამ ეტაპზე თუ ხართ ჩამოყალიბებული, რაში მდგომარეობს მთავრობისა და ბიზნესწრეებისთვის წარსადგენად ინოვაციური წინადადებები დაფინანსების მოპოვების მიზნით?
- ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით, პრაქტიკულად, მაქსიმუმს ახერხებს უნივერსიტეტი.თუ ჩვენ ბიუჯეტიდან უშუალოდ ვიღებთ დაფინანსებას, ეს არის იმ სამეცნიერო ინსტიტუტების ფული, რომლებიც უნივერსიტეტს გადაეცა. სახელმწიფოსაგან მეტი რესურსის მიღების შესაძლებლობა აღარ გვაქვს, რადგან სტუდენტების რიცხვს ვერ გავზრდით. საქმე იმაში გახლავთ, რომ არის გარკვეული ნორმატივები - რამდენი სტუდენტი შეიძლება ჰყავდეს უნივერსიტეტს. ეს საკითხი მიბმულია, მაგალითად, თსუ-ის ფართის თემაზე, სასწავლო აუდიტორიების რაოდენობაზე და ა.შ. ჩვენ საკმაოდ შთამბეჭდავი ფართი გვაქვს, მაგრამ არსებული პირობები ზედა ზღვარს გვიწესებს, რაც ათვისებულია. უნივერსიტეტის ძირითად შემოსავლად, მაინც, სტუდენტების მიერ შემოტანილი ფული ითვლება. მაგრამ გვაქვს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა - როგორ შეიძლება ბიზნესს შევთავაზოთ ჩვენი პროდუქცია, რათა იგი მისთვისაცსაინტერესო აღმოჩნდეს საქმეში ფინანსების ჩადების თვალსაზრისით. ამ მიზნით უნივერსიტეტის პროფესურისგან წინადადებებს დიდი სიამოვნებით მოვისმენ მით უფრო, რომ, რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ პროფესორს ამ მიმართულებით საკუთარი ინიციატივები აქვს. დიდი იმედი გვაქვს,რომ სხვადასხვა ბიზნეს-სტრუქტურების წარმატებულ პირებთან და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრების ფორმატზე შევჯერდებით. შესაძლოა მათ შევთავაზოთ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება თუნდაც უნივერსიტეტის კორპუსების გარემონტების მიზნით და ა.შ.

- როგორც გაცხადდა, იგეგმება უმაღლესი განათლების შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავება და მიღება. როგორი იქნება უნივერსიტეტის როლი და მიდგომები ამ კანონპროექტის შემუშავების და მიღების პროცესში?

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას ძალიან კარგი მიდგომა აქვს ამ საკითხთან მიმართებაში. სამინისტროში თვლიან, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა შემუშავდეს მხოლოდ თავიანთი უწყების კაბინეტებში. არსებობს რექტორთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ქალბატონი თამარ სანიკიძე. რექტორთა ეს საბჭო პერიოდულად იკრიბება, სადაც გარკვეული მოსაზრებების გაცვლის პროცესი მიმდინარეობს. ჯერჯერობით, რაც ამ შეხვედრაზეგანვიხილეთ, მხოლოდ რექტორის არჩევისწესს ეხება. პროექტი იმდენად ,,ნედლია”, რომ ამ ეტაპზესაუბარს აზრიცარ აქვს. მინისტრის მიდგომის თვალსაზრისით რაც მომწონს, არის ის, რომ ქალბატონი თამარი თვლის, რომ უმჯობესია - ჯერ რექტორთა საბჭო შეთანხმდეს - რა და როგორ სჯობს. მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადებს უკვე პროექტს სამინისტროს აპარატი. სამინისტრო ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ის შეხედულებები, რაც ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის, მათ შორის, სტუდენტებისა და პროფესორების აზრის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, საინტერესო მოდელზე შევთანხმდებით. როგორც კი მე,პირადად, ხელშესახები და დაზუსტებული ინფორმაცია მექნება, რა თქმა უნდა, პროექტის განსახილველად ჩავრთავ ყველა სტრუქტურულერთეულს (სწორედ მსგავს ურთიერთობებს ვგულისხმობ ,,მოქნილ მმართველობაში”). ამ ეტაპზე კი რექტორებს შორის სამუშაო რეჟიმის პირობებში მიმდინარეობს დისკუსია, რადგან თავად სამინისტროს არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია. მიდგომა კი, რომელიც განათლებისა დამეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა, მხოლოდ დამხოლოდ მისასალმებელია.

- თქვენ, როგორც ამას კონცეფციაში აღნიშნავდით, მიზანშეწონილად მიგაჩნიათ შემუშავდეს აკადემიურ თანამდებობებზე იმ წარმატებულ პროფესორთა მატერიალური წახალისების სისტემა, რომელთა ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები სტუდენტთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს, რაც შეიძლება შეფასდეს ამ პედაგოგებთან ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებზე სტუდენტების წინასწარ ჩაწერის სურვილის დაფიქსირებით. ამ მიმართულებით რა სამუშაოა გასაწევი?
- ამ იდეაზე უარს არ ვამბობ, მაგრამ მის განხორციელებას დრო დასჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით. პირველი რიგის ამოცანად მაქვს პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შექმნა,რათა ახალგაზრდა დოქტორები უნივერსიტეტში რაღაცნაირად დავაკავოთ. მაქვს, ასევე, იდეა, რომ სამეცნიერო პრემიები შევიმუშაოთ, თუმცა ამ თემაზე დეტალურად სასაუბროდ ჯერ მზად არ ვარ. ზოგადად, ჩემი მიდგომა ასეთია, რომ არ შეიძლება უნივერსიტეტმა არ წაახალისოს მეცნიერება, მათ შორის საუკეთესოპროფესურები და საუკეთესო სტუდენტები, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან. ამასაც გარკვეული ფინანსები სჭირდება. ამდენად, ნელ-ნელა, ამ საკითხებს ჩვენ დავარეგულირებთ. ვფიქრობ, ინდივიდუალურ რეჟიმში ინტენსიურად ვიმუშაო ყველა ფაკულტეტთან, რათა, გარკვეულწილად, ჩამოვაყალიბო ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც საუკეთესო პროფესორების გამოვლენას შევძლებთ. შემდეგ კი შევეცდებით - ეს უპრატესობანი პრემირების სისტემაში გავითვალისწინოთ.

- უნივერსიტეტის ავტონომიურობის განმტკიცება თქვენი სამოქმედო გეგმის ერთერთი პუნქტია. თქვენ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, რომ დაეყრდნოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის 18 ივნისის დეკლარაციას "უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ". რამდენად შეძლებთ ამ რთულიმისიის განხორციელებას იმის ფონზე, როცა უნივერსიტეტს საკმაოდ ცუდი და მწარე გამოცდილება აქვს დაგროვილი ავტონომიურობის თვალსაზრისით?
- ჩემთვის ყველაზე დიდი იმედის მომცემი არის ორი რამ (და ეს იმედი არ არის აბსრტრაქტული, რადგან ეს რექტორის ბოლო არჩევნებმაცდაადასტურა): პირველი - დღევანდელი ხელისუფლება არ ჩარეულა რექტორის არჩევნებში, არ ერევა და არც აპირებს ჩარევას უნივერსიტეტის საქმეებში და მეორე - საზოგადოებიდანარის დიდი მხარდაჭერა,რომ უნივერსიტეტიიყოს წარმატებული. რაც შემეხება პირადად მე,შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნების გამო, არავის წინაშე ვალდებულებას არ ვგრძნობ. მხედველობაში მაქვს პოლიტიკური სტრუქტურები. ერთადერთი ვალდებულება, რასაც ვგრძნობ, უნივერსიტეტის წინაშე ვალდებულებაა. მხოლოდ აქედან გამომდინარე და უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით ვითანამშრომლებ მთავრობასთანაც და პარლამენტთანაც.

- უნივერსიტეტში წლების მანძილზე პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ავიწროებდნენ ადამიანებს, თანამდებობის პირებს, დევნიდნენ პროფესურას. დღეს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში შეცვლილია, მაგრამ უსამართლობის განცდაშემორჩენილ საზოგადოებას კონტრზომებისმიღების მოთხოვნილება აქვს, რაც ძალიან აშკარაა. როგორ უპასუხებთ საზოგადოების ამ მოლოდინს?
- რეალურად, უნივერსიტეტი ცალკე კუნძული არ გახლავთ (პოლიტიკურ სივრცეს ვგულისხმობ), უნივერსიტეტი არის ნაწილი იმ პოლიტიკური პროცესის, რაც არის სრულიად საქართველოში. ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებმა განსაზღვრა ის ფუნქციები, რომელიც უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს. ამიტომ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მე ჯადოსნური ჯოხია რ მაქვს, რომ ყველა პრობლემა მყისიერად გადავწყვიტო - ეს შეუძლებელია, მაგრამ ყველა საკითხი ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყდება იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს. მაქვს სრული მზაობა და, გარკვეულწილად, მხარდაჭერასაც ვგრძნობ უნივერსიტეტის კოლექტივისგან, რომ სამართლიანი გზით ვიაროთ.
გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა შეხვედრამ ჩემზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემთან მოდიან პროფესორები - ზოგი მოქმედი, ზოგიც ყოფილი და ერთმანეთზე ცუდს ლაპარაკობენ. მე, რა თქმაუნდა, მაქვს იმის უნარი, რომ ყველას მოვუსმინო, მაგრამ ეს არნიშნავს იმას, რომ ყველასი და ყველაფრის მჯერა.მე არ ვარ უმაღლესი ინსტანციის მსაჯული, მაგრამ მინდა, რომ ეს ვითარება შევცვალო, რათა უნივერსიტეტში სიკეთემ დაისადგუროს. მსურს, ადამიანები მხვდებოდნენ მხოლოდ სასიკეთო საქმეების კეთების მიზნით ჩამოყალიბებული გეგმებისა თუ ინიციატივების შესათანხმებლად და არა ინტრიგების მოსასმენად თუ დასმენებისთვის. ჩემი მთავარი მიზანი უნივერსიტეტის შიგნით არსებული უარყოფითი განწყობების შეცვლაა. არ ვარ უტოპისტი, რომ ერთი ხელისმოსმით ამის მიღწევის მჯეროდეს, მაგრამ მაქვს იმის განცდა, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ პოზიტიურ შედეგს მივაღწევ.

- თუ გაქვთ ერთგვარი ნუსხა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში მოღვაწე საქართველოდან წასული იმ პროფესორებისა და მეცნიერებებისა, რომელთა მოწვევასაც ისურვებდით თსუ-ში. ვინ არიან ისინი?
- ასეთ ნუსხას ხელოვნურად არ გავაკეთებთ, რათა ვინმე არ გამოგვრჩეს. ჩვენ გავავრცელებთ მოწოდებას მათ მიმართ იმის შესახებ, რომ მზად ვართ - მოვიდნენ და ლექციები წაიკითხონ ჩვენთან, განვიხილოთ მათი ყველასაქმიანი წინადადება... სურვილი გვაქვს, რომ ინიციატივა სწორედ მათგან მოდიოდეს - ეს მამულიშვილური საქმე იქნება.

- თუ გაქვთმიზნად უნივერსიტეტის პირველ კურპუსთან და მაღლივ კორპუსში ხელმისაწვდომ ფასებში კვებითი ობიექტების შექმნა?
- კვებითი ობიექტის გასახსნელად გამოცხადებული ერთი ტენდერი ჩაიშალა. ეს საკითხი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კანონით რეგულირდება და, ამდენად, ამ მიზნის განხორციელებას გარკვეული დროსჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა უკვე მქონდა და უნდა შევეცადოთ არსებული პრობლემის ოპერატიულ რეჟიმში გადაწყვეტას.


გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“

სხვა სტატიები »