ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს მიგრაციის მართვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში მორიგი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

თსუ-ს მიგრაციის მართვისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში მორიგი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს
27 მაისი, 2014
2014 წლის 26 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ეროვნულ კონფერენციას თემაზე: „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი): თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები“.

კონფერენცია მიზნად ისახავდა, ხელი შეეწყო და წაეხალისებინა მიგრაციისა და ტრეფიკინგის საკითხებზე აკადემიური დიალოგის წარმართვა და მისი შემდგომი განვითარება; სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები, გამოეხატათ საკუთარი პოზიცია და მომხდარიყო აზრთა გაცვლა, გამართულიყო დისკუსია ამ სფეროს სხვა წარმომად-გენლებთან. კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, შესაბამისი სახელმწიფო სტუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (IჩMPD) წარმომადგენლები. კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, რომელიც ინიციატორია უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ისეთი უმნიშვნელოვანესი თეორიული და პრაქტიკული კურსების შემოღებისა, როგორებიცაა: ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, მიგრაციის აქტუალური პრობლემები და ევროკავშირის სტანდარტები და ამასთან, დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის განვითარებაში, იგი არის ტრეფიკინგის მსხვერპლთა გაეროს ნდობის ფონდის ახალი საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ეროვნულ კონფერენციაზე ქეთევან ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მიგრაციისა და ტრეფიკინგის მნიშვნელობას და ისაუბრა აღნიშნული პროცესების განვითარებაზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობაზე და ამ კუთხით, თბილისის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტის როლზე.

უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა ის დიდი ინტერესი, რომელსაც იჩენენ სტუდენტები განსახილველი საკითხის მიმართ, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის დიდ როლს ტრეფიკინგთან ბრძოლის საქმეში არა მხო-ლოდ თეორიულად არამედ პრაქტიკულად.

მინისტრმა გაამახვილა ყურადღება უნივერსიტეტისა და იუსტიციის სამინის-ტროს თნამშრომლობის კარგ გამოყენებაზე და ნაყოფიერებაზე, რაც უფრო გაღ-რმავდება მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

დღეს მსოფლიოში მიგრაციის მართვის პრობლემა უაღრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ გამოწვევად იქცა და მულტიდისციპლინური განზომი-ლებებით, და მრავალი მონაწილის ჩართულობით. ქართულ რეალობაში მიგრაციის მართვა დამატებით მნიშვნელობას იძენს საქართველოსა და ევროკავშირს შო-რის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში. ამ ფონზე აუცილებელია აღინიშნოს, რომ აკადემიური წრე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ პროცესში. უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მყარი საგანმანათლებლო ბაზის შექმნას და სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს; წარმოადგენს მოწინავე დაწესებულებას სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად და საერთაშორისო და ადგილობრივი სიტუაციის კრიტიკული ანალიზის ჩასატარებლად; და ახალ თაობას ამზადებს მომავალი კარიერისთვის მიგრაციის სფეროში.

აღნიშნული მიზნების მიღწევის პროცესში მიგრაციის საკითხები თანმიმდევრულად აისახა უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, სწავლების სხვადასხვა დონეზე; იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსები ტრეფიკინგისა და მაგირაციის თემებზე თანმიმდევრულად ხორციელდებოდა 2006 წლიდან მოყოლებული. აგრეთვე, 2007 წლიდან ტარდება სხვადასხვა კონკურსები და კონფერენციები ტრეფიკინგის თემაზე. ასევე ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, რომელსაც უნივერსიტეტი გამოსცემს, სისტემატურად ფარავს მიგრაციის და ტრეფიკინგის საკითხებს და ამგვარად, სტუდენტებს და მკვლევარებს ეძლევათ ბრწყინვალე შესაძლებლობა, შეაფასონ მიმდინარე პროცესები, ახალი გამოწვევები და შეიმუშავონ რეკომენდაციები და, შესაბამისად, წვლილი შეიტანონ ქვეყანაში მიგრაციის პოლიტიკის განვითარებაში.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ მიგრაციის სფეროში მიმდინარე ტენდენციების მზარდი განვითარება დღის წესრიგში აყენებს ამ პროცესში ჩართულ მონაწილეებს შორის, მათ შორის მთავრობასა და სამეცნიერო წრეს შორის, თანამშრომლობის საკითხს. ამ მხრივ, აქტიური და ორმხრივად სარგებლის მომტანი თანამშორმლობა შესაძლებლობას იძლევა, ახალ გამოწვევებთან მიმართებით განხორციელდეს უფრო სწრაფი და კოორდინირებული რეაგირება, მოხდეს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, განისაზღვროს სამომავლო განვითარების მიმართულებები და, რაც მთავარია, გაფარდოვდეს მიგრაციის სხავდასხვა საკითხებთან დაკავშირებით ცოდნისა და შემეცნების საზღვრები.

აღნიშნული ასპექტი აისახა ეროვნული კონფერენციის დასაწყისში დადებულ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმში“, რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა  ვლადიმერ პაპავამ და კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მემორანდუმი გაფორმდა „მიგრაციის სფეროში ტრენინგებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების ზრდა საქართველოსა და მოლდოვაში (GOVAC) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფორმატში, და ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

მემორანდუმი წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც მიგრაციისა და თავ-შესაფრის საკითხებთან დაკავშირებით ქმნის ინსტიტუციონალიზირებული თანამშრომლობის განხორციელების საფუძველს; და რომელიც დეტალურად აღწერს თანამშრომლობის სფეროებს და, ამავდროულად, სრული პატივისცემით ეკიდება ორივე ხელშემკვრელი მხარის განსხვავებულ სამუშაო კულტურასა და ბაზისს. უფრო კონკრეტულად, მთავრობა და სამეცნიერო წრე, ესწაფვიან რა ერთსა და იმავე საკითხისა თუ გამოწვევის გადაწყვეტას, იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს. მთავრობა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, შემობიჭილია პოლიტიკური პრიორიტეტებით, სოციალური კონტექსტითა და ქვეყნის ეკონომიკური რეალობით; ხოლო უნივერსიტეტს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მაგრამ, ამასთან, კრიტიკული პარტნიორის როლის შესრულება, როდესაც უნივერსიტეტი აფასებს სამთავრობო პოლიტიკის შედეგებს, სწავლობს საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს და ამუშავებს რეკომენდაციებს, რომელიც მიმართულია სიტუაციის გაუმჯობესების-კენ. სწორედ ამიტომ მემორანდუმი სათანადო ყურადღებას უთმობს სამეცნიერო და კვლევითი პროექტების, მათ შორის კონფერენციებისა და სემინარების, დაგეგ-მვას, ორგანიზებასა და განხორციელებას; და საგანმანათლებლო პროცესში ორი-ვე მხარის აქტიურ ჩართულობას.

ზემოთქმულის ფონზე, მეორეს მხრივ, თანამშრომლობის ფორმატი ითვალისწინებს, რომ უნივერსიტეტში სასწავლო და კვლევითი სფეროები ასევე უნდა იყოს პრაქტიკული ელემენტების შემცველი, რომ უპასუხოს პრაქტიკულ გამოწვევებს, სტუდენტებს მისცეს საკითხების პრაქტიკულ ჭრილში შეფასების შესაძლებლობა, და ამგვარად მოამზადოს ისინი მათი მომავალი კარიერისთვის მიგრაციის დარგში. სწორედ ამ მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიცავს დებულებებს შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში მიზნობრივი სტაჟირების გავლის თაობაზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახალი თაობის განვითარების საქმეში.

უფრო მეტიც, მემორანდუმის თანახმად, თანამშომლობა მიგრაციის სფეროში კვლევების განსახორციელებლად გამყარებულია ორმხრივი ინფორმაციის გაცვლით კვლევითი პრიორიტეტების, საჭიროებებისა და, რაც მთავარია, შედეგების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ ყველა დასახელებული ღონისძიება, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, ემსახურება ობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის განვითარებას ქვეყანაში.

მემორანდუმის ხელმოწერის გარდა, ეროვნულ კონფერენციაზე განხილულ იქნა მიგრაციისა და ტრეფიკინგის საკითხები სხვადახვა კონტექსტში: მოეწყო დისკუსია და წარმოდგენილ იქნა ამ საკითხების ანალიზი როგორც წმინდა სამართლებრივ ჭრილში, ასევე შეფასდა მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განზომილებები; ერთდოულად მოეწყო როგორც თეორიული და განმარტებითი ასპექტების, ასევე პრაქტიკული სირთულეებისა და გამოწვევების განხილვა; წარმოდგენილ იქნა როგორც ქართული რეალობის, ასევე სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებების კვლევა, შედარებითი ანალიზის ფონზე; განხილულ იქნა აღნიშნულ პროცესებში სხვადასხვა მონაწილის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების როლი, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განხილულ იქნა თანამედროვე გამოწვევები (მაგალითად, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 2013 წლის მოხსენება), ან უბრალოდ საინტერესო თემები (მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების როლი ახალი მიგრაციული ნაკადების წარმოქმნასთან მიმართებით).

კონფერენციაზე განხილული ნაშრომების მთავარი თემატიკა იყო: მიგრაცია და განვითარება, გენდერი და მიგრაცია, არარეგულირებადი მიგრაცია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი მიგრაციის მართვაში, იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები და მათი სამართლებრივი სტატუსი, ტრეფიკინგის სამართლებრივი რეგულირება, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამიჯვნა სხვა დანაშაულებისგან, ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტები ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, ტრეფიკინგის არასრულწლოვან მსხვერპლთან მოპყრობის თავისებურებანი, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმები, პერსონალური მონაცემების დაცვა მიგრაციისა და ტრეფიკინგის ჭრილში.

საერთო ჯამში, ეროვნულ კონფერენციაში ჩართული იყო 28 მონაწილე, მათგან 60% იყო იურიდიული ფაკულტეტის და 40% – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელი, ამ გარემოებამ კონფერენციას შესძინა მულტიდისციპლინური განზომილება. აგრეთვე, კონფერენცია გამოირჩეოდა მონაწილეთა ფართო სპექტრით, მასში მონაწილეობა მიიღო ყველა კურსის სტუდენტმა, როგორც კურსდამთავრებულებმა; ასევე – სამივე სასწავლო პროგრამის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებმა. აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ კონფერენციაში ჩართული იყო სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელიც, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული კონფერენციის მასშტაბი გასცდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებს.

ეროვნული კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატით, ხუთი მათგანი არჩეულ იქნა საუკეთესო ნამუშევრების ავტორებად, ხოლო ცხრა მომხსენებელი დაჯილდოვდა სერტიფიკატით „თემის სიღრმისეული კვლევისა და საუკეთესო წარდგენისათვის“. ამასთან, ყველა მონაწილემ საჩუქრად მიიღო მიგრაციისა და ტრეფიკინგის თემატიკასთან დაკავშირებული წიგნები.
დასასრულს, ეროვნულ კონფერენციაზე გამოითქვა იმედი, რომ გაგრძელდება ამგვარი სამეცნიერო და კვლევითი პროექტები ახალი თაობის ჩართულობით, განსაკუთრებით ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმატში, და მთავრობასა და სამეცნიერო წრეს შორის თანამშრომლობა იქნება მეტად მხარდაჭერილი და წახალისებული.






სხვა სტატიები »