ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტმა ევროკავშირის კვირეულის ესეების კონკურსში გაიმარჯვა

თსუ სტუდენტმა ევროკავშირის კვირეულის ესეების კონკურსში გაიმარჯვა
6 მაისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა  პოლონეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გაიმარჯვა.
თსუ სტუდენტის ესეს თემის სათაური იყო: „ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებელი საქართველოსთვის.“
 5 მაისს, ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე მარიამ ხუროშვილს პოლონეთის საელჩომ საჩუქრად აიპადი გადასცა; თსუ სტუდენტმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში ერთთვიანი სტაჟირების უფლებაც მოიპოვა.

სხვა სტატიები »