ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა

მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების პროგრამა
10 დეკემბერი, 2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაგისტრანტებისთვის, სასწავლო -კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სამინისტროში განაცხადები 2013 წლის 25 დეკემბერამდე უნდა წარადგინონ.

პროგრამის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების განათლების ხარისხის ამაღლება, მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა.

კონკურსის შედეგად დაფინანსდება შემდეგ დარგებშსა/სპეციალობებში წარდგენილი სასწავლო-კვლევითი პროექტები:

  • აუდიოვიზუალური ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება და მედიახელოვნება;
  • არქიტექტურა;
  • არქეოლოგია;
  • ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა;
  • გეოლოგია

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე.


სხვა სტატიები »