ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

განათლების სამინისტროს კონკურსი უცხოეთში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად

განათლების სამინისტროს კონკურსი უცხოეთში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად
3 დეკემბერი, 2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
 
კონკურსი სამ კატეგორიაშია გამოცხადებული:
"სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა" 

"ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო პროგრამა"

პროგრამა "სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთათვის"
  
საკონკურსო პირობების შესახებ სრული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.


სხვა სტატიები »