ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ჟურნალი „მათემატიკა“ - მათემატიკის პოპულარიზაციისთვის

ჟურნალი „მათემატიკა“ - მათემატიკის პოპულარიზაციისთვის
26 ნოემბერი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი მათემატიკოსის, აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
თსუ XI კორპუსში ვიქტორ კუპრაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია. ასევე მოეწყო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის  -  „მათემატიკა“ პრეზენტაცია.
ჟურნალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზუსტ და საბუ-ნებისმეტყველო ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რამაზ ბოჭორიშვილის განცხადებით,  „ჟურნალის მიზანია მათემატიკის პოპულარიზაცია და იგი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის“.
„ჟურნალი წარმოაჩენს იმ ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული მათემატიკური სკოლების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ქართველი ავტორები მკითხველს პოპულარულ ენაზე მოუთხრობენ სერიოზული მათემატიკური პრობლემების შესახებ. უცხოელი ავტორების სტატიების თარგმანი გაამდიდრებს ქართულენოვან სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას. სწავლების მეთოდიკა საინტერესო იქნება მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული. ბევრი ახალგაზრდა სკოლაშივე დიდ ინტერესს იჩენს მათემატიკის მიმართ. ჟურნალი წარმოაჩენს წარმატებულ სკოლებს, მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს.  ყოველ ნომერში დაიბეჭდება რამდენიმე საინტერესო ამოცანა, რომლის ამოხსნაც მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები ქართული მათემატიკის მდგრადი განვითარების საწინდარია. მათ შესახებ ჟურნალი სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას მკითხველს. მათემატიკოსი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებებში და, ცხადია, ჟურნალი სტუდენტური ცხოვრების არც ერთ მხარეს არ დატოვებს უყურადღებოდ. იმედი გვაქვს, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული კურიკულუმი მათემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმარება სამომავლო კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში“. - აღნიშნავს ჟურნალის შესავალ სიტყვაში პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი, პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე აცხადებს, რომ ეს იდეა ფაკულტეტზე უკვე ორი წელია არსებობს, თუმცა მისი განხორციელება წელს მოხერხდა და ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი. მისი განცხადებით  ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოვა და მოემსახურება მათემატიკის პოპულარიზაციას საზოგადოებაში.
ჟურნალის სარედაქციო საბჭოსა და ავტორებს შორის არიან ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან: რამაზ ბოჭორიშვილი, თეი-მურაზ ვეფხვაძე, გრიგოლ სოხაძე, როლანდ ომანაძე, გია გიორგაძე, ილია თავხელიძე, თენგიზ კოპალიანი, ქეთევან შავგულიძე, თინათნ დავი-თაშვილი, ჯონდო შარიქაძე და სხვები.

სხვა სტატიები »