ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

იურიდიულმა ფირმამ MKD თსუ სტუდენტს სტიპენდია გადასცა

იურიდიულმა ფირმამ MKD თსუ სტუდენტს სტიპენდია გადასცა
3 ოქტომბერი, 2013
3 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულმა ფირმამ MKD იურიდიული ფალკულტეტის სტუდენტს გოჩა ოყრეშიძეს სასწავლო სტიპენდია გადასცა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და იურიდიული ფირმის MKD წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტუდენტებს  მხარდაჭერა აქვთ, როგოც ფაკულტეტისგან, ისე წარმატებული კომპანიებისგან. მნიშვნელოვანია, რომ იურიდიული კომპანია უწევს მათ დახმარებას. რა თქმა უნდა ფულს დიდი  მნიშვნელობა აქვს სტუდენტებისთვის, როდესაც სტიპენდიიის სახით იღებენ, მაგრამ კიდევ  უფრო მეტი დატვირთვა აქვს იმას, თუ ვისგან იღებენ,“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

იურიდიული ფირმის MKD ერთ-ერთი  დამფუძნებლის ვიქტორ ყიფიანის თქმით, „ფირმაში  უმრავლესობა თსუ იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია და ამიტომ ფირმისთვისაც და ისევე როგორც იურიდიული ფაკულტეტისთვის, დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია.  ფირმის გადაწყვეტილებითა და იურიდიული ფაკულტეტის თაოსნობით, დაწესდა სტიპენდია ფაკულტეტის ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტისთვის, რომელიც  ყოველთვიურად მიიღებს თანხას მთელი სასწავლო წლის განმავლობაში“.

 „მსგავსი ტიპის კონკურსში, რომელიც იურიდიულ ფაკულტეტზე გამოცხადდა პირველად მივეღე მონაწილეობა, გამარჯვებას არ ველოდი, თუმცა ძალიან გახარებული ვარ, რომ წარმატებით გავიარე კონკურსის ეტაპები  და გავხდი სტიპენდიატი“- განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა  გ ოჩა ოყრეშიძემ. გამარჯვებული სტიპენდიატი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდიას  ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.

იურიდიულმა ფირმამ MKD მიმდინარე წელს თსუ იურიდიული ფაულტეტის სტუდენტთათვის 1 წლის ვადით  სასწავლო სტიპენდია დააწესა. აღნიშნული სტიპენდიის შესახებ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს თსუ-ში გამართულ  საჯარო შეხვედრაზე გააცნეს, რომელსაც MKD მმართველი პარტნიორები ესწრებოდნენ. ამის შემდგომ სტიპენდიის მომპოვებელ სტუდენტთაგან აკადემიური მოსწრებისა და სხვადასხვა სამეცნიერო (კონფერენციები, პროექტები, სტატიების გამოქვეყნება) აქტივობების მიხედვით შეირჩა 16 სტუდენტი. მათ გაიარეს გასაუბრება შესაბამის კომისიასთან, რომელმაც ერთი გამარჯვებული გამოავლინა.

სხვა სტატიები »