ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ-ში შიდა მობილობა 21 აგვისტოდან დაიწყება

10 აგვისტო, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლოს წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა 21 აგვისტოდან დაიწყება. მიმდინარე სემესტრში პროცესი განსხვავებულად წარიმართება და შიდა მობილობაში მონაწილეობას (შიდა მობილობაში მონაწილეობის მსურველის სტატუსს) სტუდენტი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით მოიპოვებს.
ელექტრონულ პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების რეგისტრაცია 15 აგვისტოდან - 19 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს, ხოლო შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 21 აგვისტოს დაიწყება და 26 აგვისტოს ჩათვლით გასტანს.


ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირება პირადობის მოწმობის თერთმეტნიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის (პირადი ნომერი) მეშვეობით ხდება. რეგისტრაციის დროს სტუდენტს შეუძლია არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა.
სტუდენტის პირადი მონაცემები ელექტრონულ პორტალზე ავტომატურად, სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მონაცემების შესაბამისად აისახება.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ელექტრონული რეგისტრაციის მომენტისათვის ირიცხება ერთდროულად ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ელექტრონული პორტალის შესაბამისი შეტყობინების შემდეგ ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელი საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სურს შიდა მობილობის წესით გადასვლა.
თსუ-ს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით შიდა მობილობის უფლების არმქონე პირთა ელექტრონული განაცხადები პორტალზე არ რეგისტრირდება.


შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს.
სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.


შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა

შიდა მობილობაში მონაწილეობა სტუდენტს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ შეუძლია. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ასევე ეზღუდება სტუდენტს, რომელმაც სწავლების ძირითად ვადებში ვერ შეძლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება.


შიდა მობილობის ვადები

  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 15 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით.
  • შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით.
  • შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 2013 წლის 29 აგვისტო.
  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 2013 წლის 2 – 3 სექტემბერი.
  • საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (სტუდენტთან დადებულ მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა) გაფორმება - 2013 წლის 4 - 5 სექტემბერი.
  • საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 6 სექტემბერი.
  • შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადად განისაზღვროს 2013 წლის 9 სექტემბერი.


საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა

საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები (საკონკურსო ქულა) აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.
შიდა მობილობის მსურველი მოიპოვებს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით.


ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების (სტუდენტთან დადებულ მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა) გაფორმების თაობაზე.
შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საგანმანათლებლო ერთეულს და არ გააფორმებს შეთანხმებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.



სხვა სტატიები »