ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ - ლიდერი უნივერსიტეტი საქართველოში

თსუ - ლიდერი უნივერსიტეტი საქართველოში
26 აგვისტო, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ლიდერი უნივერსიტეტია საქართველოში. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თსუ ყველაზე რეიტინგული და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, „გამოცდების შედეგების რეიტინგული სიის მიხედვით ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი ყველაზე მეტი სტუდენტი  თსუ-ში ჩაირიცხა. თსუ წამყვანია ნაწილობრივი დაფინანსების მქონე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობითაც.“

თსუ ლიდერია აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვითა . 13562-მა აბიტურიენტმა პირველი არჩევანი სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა.  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად  თსუ-ში 5185 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი თათია შარია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე ჩაირიცხა.

ვულოცავთ ყველა პირველკურსელს წარმატებულ არჩევანს!



10 ყველაზე შედეგიანი აბიტურიენტი

სხვა სტატიები »