ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ ბაკალავრიატში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურაში - 30 სექტემბერს

თსუ ბაკალავრიატში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება, მაგისტრატურაში - 30 სექტემბერს
12 ივლისი, 2013
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს, ხოლო მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 30 სექტემბერს დაიწყება. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე კვიტაშვილის ბრძანებით 2013-2014 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები უკვე განსაზღვრულია.

ბაკალავრიატი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ბრძანების თანახმად, ბაკალავრიატის პირველკურსელთათვის  ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება -  2 - 9 სექტემბერს იწარმოებს, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია - 11 -16 სექტემბერს.

პირველკურსელთა გარდა   ბაკალავრიატი/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 12 აგვისტოდან დაიწყება და  7 სექტემბრამდე გასტანს.  აკადემიური რეგისტრაცია – 11 – 16 სექტემბერს ჩატარდება.
რაც შეეხება სააუდიტორიო მეცადინეობებს - სწავლა თსუ ბაკალავრიატში 16 სექტემბერს დაიწყება და 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.  არდადეგები - 30 დეკემბერი - 7 იანვარი; 15 თებერვალი - 1 მარტი;
ძირითადი გამოცდები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 8 იანვარიდან - 1 თებერვლამდე, ხოლო  დამატებითი გამოცდები 7 – 14 თებერვლამდე დაინიშნება.
გაზაფხულის სემესტრში  ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 3 თებერვლიდან - 24 თებერვლამდე განისაზღვრა,  აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვლიდან  3 მარტამდე.  სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 მარტი – 14 ივნისის პერიოდში ჩატარდება;  საგამოცდო პერიოდი - 16 ივნისი - 10 ივლისი (ძირითადი გამოცდები), 16 – 23 ივლისი (დამატებითი გამოცდები);  არდადეგები - 24 ივლისი - 14 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესი 30 სექტემბერს დაიწყება და 18 იანვრამდე გასტანს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, მათთვის ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 12 აგვისტოდან  24 სექტემბრამდე გაგრძელდება, აკადემიური რეგისტრაცია კი 26 – 30 სექტემბრის ვადებში ჩატარდება. არდადეგები – 1- 7 იანვარი და 20 თებერვალი - 1 მარტი,  საგამოცდო პერიოდი - 20 იანვარი - 8 თებერვალი (ძირითადი გამოცდები),  13 – 19 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).
რაც შეეხება გაზაფხულის სემესტრს:  ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 10 - 24 თებერვალი;  აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 3 მარტი; სააუდიტორიო მეცადინეობები - 3 მარტი – 14 ივნისი; საგამოცდო პერიოდი - 16 ივნისი - 10 ივლისი (ძირითადი გამოცდები),  16 – 23 ივლისი (დამატებითი გამოცდები); არდადეგები - 24 ივლისი - 14 სექტემბერი.



სხვა სტატიები »