ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

მარინე ჩიტაშვილი: "რაც მეტი იქნება კანდიდატი, მით მეტი იქნება შანსი, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა შეჩვეულ სტილს შეცვლის"

მარინე ჩიტაშვილი: "რაც მეტი იქნება კანდიდატი, მით მეტი იქნება შანსი, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა შეჩვეულ სტილს შეცვლის"
28 ივნისი, 2013
პარლამენტში შესულ კანონპროექტს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" თსუ აკადემიურ წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს ჩვენ თსუ პროფესორის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის დირექტორის მარინე ჩიტაშვილის პოზიციას გთავაზობთ.

- თქვენი აზრით, რითი იყო განპირობებული კანონპროექტის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით შეტანა განსახილველად პარლამენტში?
- ჩემთვის ძნელია დარწმუნებით გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე, რადგან წარმოდგენა არ მაქვს რეალურად რა ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 18 ივნისს განათ-ლების სამინისტრომ გამოაქვეყნა დეკლარაცია უნივერსიტეტების ავტონომიურობის შესახებ განსა-ხილველად, უნდა ვიფიქროთ, რომ არც პოლიტიკურ გუნდში სუფევს სრული ჰარმონია უმაღლესი განათლების სამომავლო პოლი-ტიკის შემუშავებისთვის. ამას ად-ასტურებს პირველი მოსმენის კენჭისყრაც და წინააღმდეგობა ცვლილებების კანონპროექტსა და გამოქვეყნებულ დეკლარაციას შო-რის. პირველი მოსმენის შემდეგ განვითარებული მოვლენები ცხა-დად აჩვენებს, რომ აკადემიური საქმიანობით დაკავებული საზო-გადოება ძირითადად სამ დიდ ჯგუფად იყოფა: ვინც მომხრეა ე.წ. ქირურგიული ჩარევის, ვინც ეწი-ნააღმდეგება და ვინც ხმას არ იღებს. ეს უკანასკნელი ჯგუფი ფრიად მრა-ვალრიცხოვანია. ეს განხლავთ 57 უმაღლესი საგანმანათლებლო და-წესებულებიდან სულ მცირე 50, რომლის აკადემიურ პერსონალსაც აზრი არ უთქვამს და, უფრო მეტ-საც ვიტყოდი, მოსალოდნელია, რომ არც არასდროს არ იტყვის. ამას ორი მიზეზი აქვს – 1. რაც არ უნდა მოხდეს ისინი დაელოდებიან ხელისუფლების მიერ დადგენილ ცვლილებას, რადგან თვლიან, რომ აკადემიური საქმიანობა სრულად უნდა იზიარებდეს იმას, რასაც ზემოდან გადაწყვეტენ (სხვა სიტყვებით "საბჭოთა მემკვიდრეობა" მოქმედებაში) და 2. უნივერსიტეტებში ძირითადად საკმაოდ განათლებული ხალხი მუშაობს და ყოველთვის შესაძლებელი იქნება მორგება ისე, რომ ძალაუფლებაში, ადმინისტრაციაში მოსულმა მართვა თავის სურვილებს მოარგოს. ჯგუფი, რომელიც ემხრობა ქირურგიულ ჩარევას, ერთი მხრივ, აღიარებს რომ უნივერსიტეტები ავტონომიური უნდა იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, იზიარებს პრინციპს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ასევე ამ ჯგუფის წარმომადგენლები აპელირებენ მხოლოდ წარსულში წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი განუკითხაობების საფუძველზე შექმნილი სიტუაციის გამოსწორებაზე (რაც მეტწილად სამართლიანია), სწრაფად. ისინი, სამწუხაროდ, არ ითვლიან რისკ-ფაქტორებს და მათ შორის იმას, რომ უნივერსიტეტები კვლავ პოლიტიკური გავლენის სფეროში რჩება. მესამე, ანუ პროტესტის ნიშნით გაერთიანებუ-ლი ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანია და მათ, როგორც პოლიტიკური, ასევე წმინდა პროფესიული ინტერესები აერთიანებთ. მათთვის მთავარია, რომ უნივერსიტეტები იყვნენ ავტონომიურნი მაქსიმალურად და თვითონ, ანუ უნივერსიტეტებმა განკარგონ თავიანთი ორგანიზაციული სივრცე და საქმიანობა. მე ამ ჯგუფს ვეკუთვნი, თუმცა ჩემთვის ყველა მოთხოვნა, რომელიც არის დაფიქსირებული, ბოლომდე მისაღები არ არის. მისაღებია, რექტორის თანამდებობაზე მოსული პირისათვის ხარისხის მოთხოვნა, ასევე ასისტენტ-პროფესორისთვის ხარის-ხის მოთხოვნა. დანარჩენი უკლებლივ წარმოდგენილი ცვლილებებიდან არ არის მისაღები. ეჭვი მაქვს, რომ ამდენი არ უფიქრიათ, როდესაც კანონში ცვლილებები შემოიტანეს. მგონია, რომ რაღაც კონკრეტული მიზნისთვის იყო ეს გათვლილი, რომელიც ბოლომდე არ იყო სწორად გაანალიზებული.

- რა არის ამ კანონპროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
- ზემოთ უკვე მოგახსენეთ – კანონში ცვლილებები არ ემსახურება არსებული პრობლემების შეფასებას და მათ გამო-სასწორებლად სწორი და სწრაფი ცვლილებების განხორცილებას. თუ საზო-გადოებრივი ჩართულობის მიხედვით შევხედავთ ამ კანონპროექტის დადებითიც და უარყოფითიც ერთი და იგივეა – რამდენი და როგორ მონაწილოებს ინტერესთა ჯგუფები, რომელსაც ეს ცვლილება ეხება. ფაქტია, რომ 1 ოქტომბერმა ის მოიტანა, რომ ადამიანებს არ ეშინიათ საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირონ და ძალიან ბევრია ის ადამიანი, რომელსაც წმინდად მომხმარებლური დამო-კიდებულება აქვს და თვლის, რომ რასაც გადაწყვეტენ, იმას უნდა დაემორჩილოს. სამწუ-ხაროა ის ფაქტი, რომ ამ ჯგუფს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც აკადემიაში მუშაობენ და საკუთარ აზრს არ აფიქსირებენ და არ შემოდიან არსობრივ კამათში. შეუმცდარი არავინაა. საღი აზრის გამარჯვება იქნება ამ კანონპროექტის ყველაზე დიდი წარმატება. საღი აზრი კი ისაა, რომ ჯერ შევაფასოთ რა გვაქვს და მერე ისე ვიმოქმედოთ. შეფასება იყოს არა ვიღაცის წარმოდგენებზე დამოკიდებული, არამედ რიცხვებზე, სისტემის ანალიზზე და მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბებაზე, თუ საითკენ მივდივართ.

- რა ცვლილებები და ვითარების რო-გორი განვითარება არის მოსალოდნელი აქედან გამომდინარე დღეისათვის უმაღლეს სასწავლებლებში?
- ძალიან რთული კითხვაა. ამაზე პასუხი არ მაქვს. უნივერსიტეტები იმდენად განსხვავებულნი არიან, რომ შეუძლებელია ერთი და იგივე სცენარით წავიდეს ყველგან განვითარება. ეს რომ ასე არ მოხდება, ამის ცხადი მაგალითია ისიც, თუ როგორ მოქმედებს და რეაგირებს ის ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს ცვლილებას. თსუ-ში მეტ-ნაკლებად ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ გვეყოლება ახალი რექტორი. კანონის განხილვაც რომ შეწყდეს, არა მგონია სანდრო კვიტაშვილმა შემოიტანოს განცხადება. ასე რომ, გვეყოლება არჩეული რექტორი მის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის საფუძველზე. პირადად მე თუ სახელფასო სარგო დააწესა კანონმა, ეჭვის თვალით შევხედავ ნებისმიერს ვინც განაცხადს შემოიტანს. უნივერსიტეტის რექტორს ძალიან მძიმე და რთული სამსახური აქვს. თსუ პროფესორის ხელფასი 920 ლარია დაბეგვრით. ცხადია, ჩვენს უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური პერსონალი, რომელიც 4000 და მეტ ლარს იღებს და ვთვლი სრულიად უკანონოდ და არასწორი კრიტერიუმების მიხედვით, მაგრამ ეს ყველაფერი დანამატია და არა ძირითადი ხელფასი. რექტორის ხელფასი გამოდის 1242 ლარი დაბეგვრით. ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე რუსთაველის ფონდის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური ხელფასი მკვლევრისთვის (1250 ლარი), რომელსაც მხოლოდ თავისი საქმე აბარია. რექტორს, რომელსაც ავალია 30 000 სტუდენტი, 1 500 აკადემიური პერსონალი ძირითად შტატში, სულ მცირე 1 200 ადმინისტრაციული პერსონალი და ბიუჯეტი აქვს 58 მილიონი, სასაცილოა, ჰქონდეს ეს ხელფასი. უფრო მეტიც, ის ვინც ამას დათანხმდება ან ხელმოცარული ადამიანია და ან მესია. პირველი არ მინდა, მეორესი მე არ მჯერა (მესია ერთი იყო). თსუ-მ თავად უნდა გადაწყვიტოს რას უნიშნავს ხელფასს რექტორს (და მე ის არ მგონია, რომ მინისტრის სარგოზე დაბალი უნდა იყოს) და რას სთხოვს ამის სანაცვლოდ. პრობლემა ზუსტად ესაა – ჩვენ არ დაგვილაგებია ვინ, რას, როდის, როგორ და რანაირად უნდა აკეთებდეს. თსუ ისე იყო სსიპ და მერე ისე გახდა ა(ა)იპ, რომ წესდებაში არსობრივად არაფერი შეუცვლია. რა აზრი აქვს ცვლილებას, თუ ისევ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც ახლა არის, ოღონდ შეიცვლება ერთი სუბიექტი მეორეთი. თსუ ახალ რექტორს წინ უმძიმესი სამუშაო ელის და ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც მოითხოვს კონსენსუს და საერთო ინტერესების პიროვნულზე მაღლა დაყენებას. ესაა თსუ-ს გამოწვევა დღეს. სხვა უნივერსიტეტებს სხვა პრობლემები აქვთ. ისინი თსუ არ არიან. ასე, რომ ყველგან სხვადასხვა განვითარების მოდელები იქ-ნება. მცდელობა, რომ ყველაფერი ერთ თარგზე, ან ერთ სცენარზე აიგოს, უტოპიაა რომლის უახლოესი გამოცდილება სწორედ დღევანდელი არსებული ვითარებაა. ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს, ნუ ვიქნებით სულელებზე უარესები, რადგან როგორც ამბობენ, "მხოლოდ სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე".

- საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ აცხადებთ, რომ "არ შეიძლება უნივერსიტეტებში ყველაფერი ქირურგიული ჩარევით შეიცვალოს". თქვენი აზრით, როგორი წესით უნდა განხორციელდეს ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში?
- ევოლუციური გზით სამი სამოქმედო პრინციპის დადგენით _ კოლეგიალური გადაწყვეტილება, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება თსუ აკადემიური, სტუდენტური და ადმინისტრაციის მიმართ.

- რა უნდა გააკეთოს თსუ-მ და განათლების სამინისტრომ ამ ეტაპზე ვითარების სწორად წარსამართად?
-  თსუ-მ უკვე გააკეთა არჩევანი – რექტორი გადადგა და დანიშნულია არჩევნები. განათლების სამინისტრომ უნდა გამოიტანოს შესწორებების კანონპროექტი და გამოქვეყნებული დეკლარაციის საფუძველზე დაიწყოს მუშაობა უმაღლესი განათლების სისტემის შეფასებაზე, განსაზღვროს სამიზნე – როგორი და რა ტიპის უმაღლესი განათლება უნდა რომ ჰქონდეს ქვეყანას 10 წლის შემდეგ და  გაწეროს განვითარების 10 წლიანი სტრატეგია რისკ-ფაქტორების დათვლით, შექმნას ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნების მისაღწევად მაქსიმალურად სასურველ გარემოს, მისცეს უნივერსიტეტებს ავტონომია და მოითხოვოს მათი საქმიანობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა სრულად, შეიმუშავოს სტანდარტები ხარისხის შეფასებისა და უზრუნველყოფისათვის, გაზარდოს კვლევების დაფინანსება ყველასათვის გამჭვირვალე და გასაგები კრიტერიუმების მიხედვით, ხელი შეუწყოს ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო აკადემიურ ქსელში გაერთიანებას დამატებითი ფინანსებისა და სპეციალური პოლიტიკის საფუძველზე. ამას ყველაფერს დრო სჭირდება და თუ ამის ნახევარს მაინც მოასწრებს სექტემბრისთვის თუ ოქტომბრისთვის ჩავთვლი, რომ დღე და ღამე გაუსწორებია. ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს მუშაობის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური და საექსპერტო პოტენციალის გამოყენებით გამჭვირვალედ უპიროვნო აქტივობა უნდა დამთავრდეს – უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის (ისინი), ვინც პასუხისმგებლობას იღებს რეფორმაზე და როგორი ფორმით არიან ისინი ანგარიშვალდებულნი.

- და ბოლოს, როგორი უნდა იყოს  თქვენი აზრით თსუ რექტორი?
-  ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ის არ ფლობს ჭეშმარიტებას, აქვს აკადემიურ სფეროში ყოფნის გამოცდილება (ე.ი. აქვს ხარისხი), უმუშავია განათლების და მეცნიერების მენეჯმენტში/ადმინისტრირებაში, იცის უცხო ენა (სასურველია ინგლისური აუცილებლად, რადგან ის არის გლობალური ენა) და დარწმუნებულია იმაში, რომ განათლების გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ასეთები ბევრია და ყველას ვთხოვ გააკეთოს განაცხადი თსუ რექტორობაზე. რაც მეტი იქნება კანდიდატი, მით მეტი იქნება შანსი, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა შეჩვეულ სტილს შეცვლის და ძალაუფლების ტერმინების ნაცვლად რაციონალურ კომპრომისსა და დიალოგის ტერმინებში გადასვლას არჩევს უნივერსიტეტთან მიმართებაში.

სხვა სტატიები »