ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ - პრემიერა

სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ - პრემიერა
30 მაისი, 2013
30 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „დოდოს მოლოდინში“ პრემიერა გაიმართა. უნივერსიტეტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი საიუბილეო წლის ფარგლებში განხორციელდა. სპექტაკლი უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა რეჟისორ გიორგი გომურაშვილის ხელმძღვანელობით დადგა.
პიესა ასახავს ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას საბერძნეთში და მოგვითხრობს ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალების და მათი საქართველოში დარჩენილი ოჯახების ისტორიებს.
„ვამაყობ, რომ ეს პიესა სწორედ ჩემს უნივერსიტეტში დაიდგა. არ ვიცი რომელი ფაკულტეტის სტუდენტები არიან დასის წევრები, მაგრამ თითოეული მათგანი თავს სცენაზე თავისუფლად გრძნობდა, სპექტაკლიც სანახაობრივი გამოვიდა და ვფიქრობ მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა“, - განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა.
დათო ტურაშვილის პიესა პროექტის „9 პიესა ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელიც გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში გასულ წელს შეიქმნა.
“მოხარული ვართ, რომ აღნიშნული პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდა. ახალგაზრდების ჩართულობა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ძალიან მნიშვნელოვანია, მათი აქტიურობა საზოგადოებას პრობლემის უკეთ გაანალიზებაში დაეხმარება“, - აღნიშნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გვანცა ასათიანმა.

სხვა სტატიები »