ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ ფუტსალის გუნდის მორიგი წარმატება

თსუ ფუტსალის გუნდის მორიგი წარმატება
22 აპრილი, 2013
თსუ ფუტსალის გუნდი საქართველოს საუნივერსი-ტეტო ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია. ფინალური მატჩი  22 აპრილს, სპორტ კომპლექს არენა II-ის სპო-რტულ დარბაზში თსუ-სა და სეუ-ს გუნდებს შორის გაიმართა.  მატჩი თსუ-ს გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დამთავრდა. თევდორე მაყაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო ზურა გარსევანიშვილის ანგარიშზე ორი გოლია.
თსუ ფუტსალის გუნდის წარმატებებით უნივერსიტეტელები უკვე კარგა ხანია განებივრებულები არიან. 2011 წელს გუნდი თბილისის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული იყო. 2010–2011 წლებში საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და თასის ფინალშიც გავიდა. 2010 და 2011 წლებში თურქეთში (ყარსში) ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ფუტსალში, სადაც თსუ ფუტსალის გუნდმა ორივეჯერ პირველი ადგილი  აიღო. 2011 წელს გაიმართა უნივერსიადა ფუტსალში, სადაც ახლად დაკომპლექტებულმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა. უნიბურთის ტურნირში, რომელიც ასევე 2011 წელს გაიმართა პირველი ადგილი აიღო თსუ-ის გუნდმა და ამავე გათამაშების თასიც მოიგო. ფუტსალის გუნდი თსუ-ში 2006 წელს ჩამოყალიბდა. ინიციატორები იყვნენ თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი  ავალიანი, ირაკლი ხარჯევანიძე და გიორგი შამათვა. თსუ-ის ფეხბურთის გუნდის შვიდი მოთამაშე საქართველოს ფუტსალის ნაკრებში თამაშობს.

სხვა სტატიები »