ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური დღეები

28 მაისი, 2012
9-11 მაისს თსუ-ში უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის და  სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა უკვე ტრადიციად ქცეული პროექტი "თსუ სტუდენტური დღეები".
"სტუდენტური დღეები 2012"-ში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდა თსუ-ს ყველა სტუდენტს, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი სახის შემოქმედებითი ნიჭი. პროგრამის დაწყებამდე 5-7 მაისს უნივერსიტეტში ჩატარდა  შესარჩევი ტური, სადაც ყველა ფაკულტეტმა წარმოადგინა საკუთარი პროგრამა, ქასთინგის შემდეგ კი, საუკეთესო ნომრები გამოიტანეს კონცერტებზე. კონკურსში მონაწილეობა სტუდენტებს შეეძლოთ როგორც ინდივიდუალური ნომრებით, ასევე ჯგუფური პროგრამებით. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა შემდეგ ნომინაციებში:  1. თანამედროვე სიმღერა - სოლო შესრულება; 2. თანამედროვე სიმღერა - დუეტი; 3. თანამედროვე სიმღერა - გუნდი (ბენდი); 4. თანამედროვე ცეკვა; 5. სამხატვრო და ფოტო გამოფენა; 6.ორიგინალური ნომერი; 7. მხატვრული კითხვა.
საკონკურსო ტურები თსუ-ს 1-ლი კორპუსის სააქტო დარბაზში  მიმდინარეობდა.  11 მაისს სტუდენტური დღეების დასკვნითი კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 2 საკონკურსო დღის განმავლობაში შერჩეული კონკურსანტები და ჯიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: 1. ჟიურის სიმპათია - ანა კანდელაკი; 2. დარბაზის სიმპათია - ბენდი Strolling Tones; 3. ორიგინალური მონაწილე - უსახელო პოეტები; 4. თანამედროვე სიმღერა (სოლო შესრულება) - სოფო ქუბრიაშვილი; 5. თანამედროვე სიმღერა (გუნდი, ბენდი) - ბენდი "მე-ოცნებე"; 6. თანამედროვე ცეკვა - ჯგუფი Funky Girls; 7. მხატვრული კითხვა - ლაშა - გიორგი ადვაძე; 8. საუკეთესო ფაკულტეტი - იურიდიული ფაკულტეტი. გრან-პრის მფლობელი გახდა  ბენდი Evergreen,  რომელსაც გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით.
თსუ-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პროგრამაშიც - „სტუდენტური დღეები 2012“, რომელიც 17 მაისს დაიწყო და 25 მაისს დასრულდა.
"სტუდენტური დღეები 2012" თბილისში, კუს ტბაზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. საკონკურსო დღეები სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 19 მაისს სიღნაღში გაიმართა პირველი საკონკურსო დღე, სადაც მონაწილეებმა ცეკვის პროგრამები წარმოადგინეს. თსუ-დან ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა „უნივერსიტეტი“ და  თანამედროვე ცეკვის ჯგუფმა  „funky girls“.   21 მაისს, ქუთაისში გაიმართა  სიმღერის კონკურსი. ამ კონკურსში თსუ-დან წარდგნენ გოგონათა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი “თსუ-გორდელა” და ბენდი Evergreen, ხოლო 23 მაისს ბათუმში იუმორისტულ თეატრალურ და ორიგინალურ ნომრებს თსუ-დან წარადგენენ სტუდენტური თეატრი “სხვენი” და თსუ არტი. 25 მაისს, კუს ტბაზე  ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართება.  გამოვლინდება და ჯილდოვდება უმაღლესი სასწავლებლები სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით: ყველაზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებული უნივერსიტეტი; ყველაზე მეტჯერ ნომინირებული უმაღლესი სასწავლებელი; ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელი; ყველაზე ორგანიზებული უმაღლესი სასწავლებელი.
პროგრამის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და წახალისება, სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფა და  სტუდენტების თავისუფალი დროის შინაარსიანად დაგეგმის ხელშეწყობა;

სხვა სტატიები »