ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

#ნიკომაღლივი

#ნიკომაღლივი
29 ივლისი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუჩის ხელოვნების მოძრაობის “ნიკო“ ერთობლივი ინიციატივით, პროექტის #ნიკომაღლივი ფარგლებში, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის კორპუსის 6 კედელი მოიხატა. დაგეგმილია სულ 15 სივრცის მოხატვა.
ექსპერიმენტულ პროექტში მხატვრებსა და ხელოვანებს საშუალება აქვთ მიიღონ დიდ მასშტაბებზე ხატვის გამოცდილება. 
„გვქონდა იდეა გვეთანამშრომლა უნივერსიტეტთან და პირველ შეხვედრაზე, აღმოვაჩინეთ 15 სხვადასხვა სივრცე მაღლივში. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული ეს პროექტი განსხვავდება ჩვენი ყოველწლიური ფესტივალისგან. ამ შემთხვევაში არტისტებს დიდ მასშტაბებზე ხატვის გამოცდილების შესაძლებლობა აქვთ. ეს არის ერთგვარი „სავარჯიშო დარბაზი“, სადაც ხელოვნებაში გაწაფული არტისტები ცდიან საკუთარ ძალებს დიდ მასშტაბებზე ხატვაში.
ნახატებს აქვთ მხოლოდ ერთი რამ საერთო - ყველა თავისუფალი თემითაა შექმნილი და მხოლოდ მხატვრის ფანტაზიით არის შემოსაზღვრული.
ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვგეგმავთ შევქმნათ პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს დახელოვნდეს ასეთ დიდ მასშტაბებზე ხატვაში. ეს იქნება ერთგვარი ქუჩის გალერეა სადაც ნახატები გარკვეული პერიოდულობით გადაიხატება და ახალი სახე ექნება ყოველ წელს“, - ამბობს ქუჩის ხელოვნების მოძრაობის „ნიკო“ დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი.

სხვა სტატიები »