ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

თსუ ფუტსალის ლიგის თასის მფლობელია

თსუ ფუტსალის ლიგის თასის მფლობელია
24 ივნისი, 2019
ფუტსალის ლიგის თასის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა. ფინალურ დაპირსპირებაში ერთმანეთს ორი უმაღლესი ლიგის გუნდი, "თსუ" და "თელასი" შეხვდნენ. „ძირითადი დრო ფრედ: 1:1 დასრულდა. გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. სახელმწიფო უნივერსიტეტი მხრიდან ლევან კობაიძემ და გიორგი ჭოხონელიძემ პენალტი ზუსტად შეასრულეს. გიორგი სოზაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ "თსუ"-ს მეკარემ, ალი ასლანმა, ორი დარტყმის მოგერიება შეძლო და "თსუ"-მ საბოლოოდ 3:2 იმარჯვა.
ეს ერთადერთი წარმატება არაა, რომელიც თსუ ფუტსალის ფეხბურთელებმა მოიპოვეს. ფუტსალის ლიგა 2-ის სადებიუტო სეზონის ტიტული თსუ 2-მა მოიპოვა! ტურნირის გამარჯვებული ფინალში ილიაუნის დაუპირისპირდა. „საუნივერსიტეტო დერბი“ ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის პირველ ნახევარში გიორგი ღავთაძემ „თსუ 2” დააწინაურა. თამაშის განახლებიდან მეშვიდე წუთზე კი ირაკლი ლატარიამ წონასწორობა აღადგინა. გოლის შემდეგ მთელი მეორე ტაიმი გუნდებმა ჯარიმების ლიმიტში გაატარეს. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით ორ ხუთწუთიან ტაიმში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და თასის მფლობელის ვინაობა „საფეხბურთო ლატარეაში“ გაირკვა. გიორგი ვეშაპიძემ ერთი დარტყმის მოგერიება შეძლო, პენალტების სერია 3:2 დამთავრდა და „თსუ 2”-მა პირველობა მოიპოვა.
გიორგი ვეშაპიძე, „თსუ 2”: „პირველ რიგში, ტურნირის ორგანიზატორებს მინდა მადლობა გადავუხადო. როგორც მაყურებელმა იხილა, ძალიან დაძაბული და დრამატული ფინალი გამოვიდა, რაც მეტოქის დამსახურებაცაა. ილიაუნის მიმდინარე სეზონში მესამედ შევხვდით და ყველა დაპირისპირებაში ვიმარჯვეთ, რასაც ალბათ მეტი მონდომების ხარჯზე ვახერხებთ. კმაყოფილი ვარ მთელი სეზონით და ფინალში ჩვენი თამაშით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რამაც შედეგი გამოიღო და ჩემპიონები გავხდით“. აღსანიშნავია, რომ ფუტსალის ლიგა 2-ის პირველ ჩემპიონს რეგულარული ეტაპიდან მოყოლებული მხოლოდ ერთი წაგება აქვს.

სხვა სტატიები »