ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ საუნივერსიტეტო თასის მფლობელია

თსუ საუნივერსიტეტო თასის მფლობელია
1 თებერვალი, 2019
თსუ საუნივერსიტეტო თასის მფლობელია. თსუ ფუტსალის გუნდმა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის გათამაშების ფინალში ბათუმის საზღვაო აკადემია პენალტების სერიაში დაამარცხა და  უნივერსიტეტს კიდევ ერთი ტიტული მოუტანა. ჩემპიონებმა გამარჯვება ტრავმირებულ კაპიტანს, მიხეილ თევზაძეს მიუძღვნეს. ფუტსალის გუნდის კაპიტანმა, მიხეილ თევზაძემ საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში, მძიმე ტრავმა მიიღო და 9 თვის განმავლობაში ვარჯიშს ვერ შეძლებს.

თსუ უნივერსიადა 2018-ის გამარჯვებულიცაა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში: ჭადრაკი,  სამბო, კლდეზე ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, ბოულინგი, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ბადმინტონი, წოლჭიმი - თსუ სტუდენტებმა 6 ოქროს, 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სხვა სტატიები »