ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ჰიუნდაიმ “ა” ლიგის ფინალური სერია მოიგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა

თსუ-ჰიუნდაიმ  “ა” ლიგის ფინალური სერია მოიგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
25 აპრილი, 2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი “თსუ-ჰიუნდაი” სუპერლიგის საგზურის მფლობელია.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ირაკლი ძიძიგურის გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში “ტიტები” 68:60 ანგარიშით დაამარცხა, “ა” ლიგის გამარჯვებული გახდა და 2018-2019 წლების სეზონში სუპერლიგაში ითამაშებს.

„დღეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა მოგვიწია, მოწინააღმდეგე გუნდში ბევრი გამოცდილი კალათბურთელი თამაშობდა, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მოვახერხეთ გამარჯვება“, - აღნიშნა “თსუ-ჰიუნდაის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა .

“თსუ-ჰიუნდაიში” 24 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო სტანოიე კნეჟევიჩი. 18 ქულა მოაგროვა სანდრო სანაძემ, ხოლო დენიელ უილიამსის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. გამარჯვებაში 11 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემითა და 4 ქულით სოლიდური წვლილი შეიტანა კრისტოფერ ანდერსონმა.

“თსუ-ჰიუნდაის” წევრები სუპერლიგაში გადასვლის ნიშნად სპეციალური მედალიონებით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და გამგეობის წევრმა, ვლადიმერ ძიძიგურმა დააჯილდოვეს. გამარჯვებული გუნდისთვის განკუთვნილი “ა” ლიგის საჩემპიონო დაფა თსუ-ჰიუნდაელთა კაპიტანს, დავით აფხაზავას გადაეცა.



სხვა სტატიები »