ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„თსუ-ჰიუნდაის“ მორიგი გამარჯვება საკალათბურთო ა-ლიგის მეორე ტურში

„თსუ-ჰიუნდაის“ მორიგი გამარჯვება საკალათბურთო ა-ლიგის მეორე ტურში
31 იანვარი, 2018
„თსუ-ჰიუნდაის“ მორიგი გამარჯვება საკალათბურთო ა-ლიგის მეორე ტურში – უნივერსიტეტის გუნდმა „არენა“ 16 ქულიანი უპირატესობით დაამარცხა.

თამაშის მიმდინარეობისას „არენამ“ ერთხელ, მეამე პერიოდში 2 ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი. საბოლოოდ, „თსუ-ჰიუნდაიმ“ 81:68 იმარჯვა, რაშიც 20 ქულით სოლიდური წილი სტანოიე კნეჟევიჩმა დაიდო. 16 ქულა დენიელ უილიამსმა მოაგროვა, ხოლო ობრი მაკალპინი სამმაგ დუბლს მიუახლოვდა – 12 ქულა, 10 მოხსნა, 8 პასი.
შემდეგი ტურის მატჩები 28 იანვარს გაიმართება.

შეგაახსენებთ, რომ 2017 წელს  კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი 1924 წლიდან არსებობს. სხვადასხვა დროს გუნდში თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე და სხვები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უნივერსიტეტის ვაჟთა საკალათბურთო გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2014 წლამდე უწყვეტად ასპარეზობდა. თსუ საკალათბურთო გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ორგზის (2010 წ, 2011 წ.) მეორეადგილოსანი, ხოლო 2011 წელს ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებულია. 2014 წლიდან დღემდე გუნდი ეროვნული ჩემპიონატის „ა“ ლიგაში ასპარეზობს და სეზონის ბოლოსთვის უმაღლეს ლიგაში გადასვლას გეგმავს. გუნდის 9 წევრი საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

სხვა სტატიები »