თსუ-ის ფუტსალის გუნდი ქვიშის ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებულია
15 სექტემბერი, 2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა საზაფხულო უნივერსიადის ფარგლებში გამართულ ქვიშის ფეხბურთის ტურნირზე გაიმარჯვა.
ფინალურ მატჩში თსუ-ს სტუდენტურმა გუნდმა თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3-2. გოლები მეტოქის კარში შაკო კაპანაძემ, თორნიკე ქართველიშვილმა და დათო ჯავახიშვილმა გაიტანეს.