ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს ფუტსალის გუნდის კიდევ ერთი წევრი ნაკრებში

თსუ-ს ფუტსალის გუნდის კიდევ ერთი წევრი ნაკრებში
15 იანვარი, 2017
ფუტსალის საქართველოს ნაკრებში თსუ-ს გუნდის კიდევ ერთი მოთამაშე მიიწვიეს. ნაკრების ახალწვეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და უნივერსიტეტის გუნდის წევრი ნიკა კურტანიძე გახდა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალისხმევითა და UEFA-ს გადაწყვეტილებით, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 24, 25 და 27 იანვარს  თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება. შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება  საქართველოს ფუტსალის ნაკრებიც. ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ისრაელის, შოტლანდიის და შვეიცარიის ნაკრებები იასპარეზებენ.

ფუტსალში ქვეყნის ფარგლებში გამართული ჩემპიონატების სტატისტიკაში საუკეთესო შედეგები აქვს თსუ-ს გუნდს. შესაბამისად, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობაც თსუ-ის  გუნდის მოქმედი და ყოფილი წევრებისგან არის დაკომპლექტებული. ნაკრების კაპიტანია დავით ბობოხიძე, რომელიც თსუ-ის სტუდენტური გუნდის მთავარი მწვრთნელია. დავით ბობოხიძისა და ნიკა კურტანიძის გარდა ნაკრების წევრები არიან თსუ-ის ყოფილი  ფეხბურთელები: შოთა ჭანუყვაძე, ლევან კობაიძე, ბუთა კაკაბაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, კახა მაისაია, არჩილ სებისკვერაძე, ჯაბა ჯამბურია. 
სხვა სტატიები »