ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს ფუტსალის გუნდი გამარჯვებულია

თსუ-ს ფუტსალის გუნდი გამარჯვებულია
26 დეკემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის ოთხგზის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში თსუ-ს გუნდმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი 1:0 დაამარცხა. მოწინააღმდეგის კარში გოლი ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანა. კურტანიძე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. საუკეთესო მეკარის ტიტულიც თსუ-ს ფეხბურთელმა ნიკოლოზ ფხაკაძემ მოიპოვა.

ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის 2016 ფინალური შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. 19 დეკემბერს თსუ-ს გუნდმა ნახევარფინალში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსისტეტის გუნდი 11:0 დაამარცხა.

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის 2016 წლის ჩემპიონატი 25 ოქტომბერს დაიწყო და მასში 29 უნივერსიტეტი მონაწილეობდა.
სხვა სტატიები »