ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტების სპორტული და შემოქმედებითი წარმატება

თსუ სტუდენტების სპორტული და შემოქმედებითი წარმატება
5 ოქტომბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებთან, სპორტული გუნდებისა და კულტურულ - შემოქმედებითი ჯგუფების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელთა მიღწევებმაც 2016 წელს წარმატება მოუტანა თსუ-ს.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, სტუდენტები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორმა სპორტული გუნდებისა და კულტურულ-შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.

2016 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრება დიდი მიღწევებით გამოირჩევა, როგორც სპორტულ ასევე კულტურულ ასპარეზზე. თსუ ფუტსალის გუნდმა უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია და ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული გუნდი უეფას ფუტსალის ძირითად ეტაპზე (Main round) იასპარეზებს.

2016 წელს თსუ სტუდენტური საკალათბურთო ნაკრები სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გახდა.

„სტუდენტური დღეები 2016-ის” ფარგლებში ჩატარებულ სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში მიღწეული წარმატებისთვის თსუ გრან პრის მფლობელი გახდა
სხვა სტატიები »