ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა

თსუ-ს მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდა
10 ნოემბერი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინი ფეხბურთის ტურნირში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა ‘’თსუ პრო’’  პენალტების სერიით (1:1 (4:2)) დაამარცხა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი ,,დელ-მარი’’. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თასი გადასცა.  საუკეთესო ფეხბურთელად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა თავზარაშვილი, საუკეთესო მეკარედ გიორგი სანაძე (,,დელ-მარი’’), ხოლო ტურნირის ბომბარდირად სანდრო შეყლაშვილი (,,დელ-მარი’’) დასახელდა. ტურნირში მესამე ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი ,,მაღლივის რეალი’’ გავიდა. მინი ფეხბურთის ფინალურ შეხვედრას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, თსუ-სკანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა და სტუდენტები ესწრებოდნენ.

,,პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თსუ-ს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის, ეს ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს,’’ - აღნიშნა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მფლობელმა ლუკა თავზარაშვილმა.

თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ხარჯავანიძის განცხადებით, ,,უნივერსიტეტში მინი ფეხბურთის ტურნირი წელიწადში ორჯერ ტარდება და სტუდენტების მხრიდან ძალიან მაღალი აქტიურობაა. მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ახალგაზრდებს, პირველ რიგში,  სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. დღეს ყველა ადამიანი გამარჯვებულია, ვინც ამ ჩემპიონატში მონაწილეობდა.’’

ტურნირი 24 ოქტომბერს დაიწყო და მასში სტუდენტებისგან შემდგარი 41 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირი მინი ფეხბურთში თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

სხვა სტატიები »