ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„სტუდენტური დღეები 2016“

„სტუდენტური დღეები 2016“
1 ივნისი, 2016
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფებმა „სტუდენტური დღეები 2016“-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ, კულტურულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
სტუდენტურ ღონისძიებაში თსუ-სთან ერთად საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა. პროექტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტით საზეიმოდ დაიხურა.  ღონისძიებაში მონაწილეობა გამარჯვებული უნივერსიტეტების  შემოქმედებითმა ჯგუფებმა და შემსრულებლებმა მიღეს. ორივე  უნივერსიტეტის რექტორებსა და  თვითმმართველობის თავმჯდომარეებს ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა გადასცა.
ბაჩო კერესელიძე, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი :
”სტუდენტური დღეები” არის სტუდენტური ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა ტრადიციის სახე წლების განმავლობაში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს ტრადიცია დაირღვა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპატამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, 2010 წლის დეკემბერში საუნივერსიტეტო სივრცეში ძველი ტრადიცია აღორძინდა და სეზონური სახე მიიღო.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის გაზაფხულზე "სტუდენტური დღეების" პროექტის განხორციელება დაიწყო.
თსუ აღნიშნულ პროექტში 2011 წლიდან არის ჩართული და ყოველ წელს აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ყველა საკონკურსო ტურში.
მონაწილეების შერჩევა ხდება ისევე, როგორც უნივერსიტეტის შემოქმედებითი და სპორტული გუნდებიდან, ასევე იმ სტუდენტებიდან, რომლებიც საუნივერსიტეტო სტუდენტურ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას და ჩართულნი არიან აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზების თვალსაზრისით, პროექტი ნელ-ნელა უფრო იხვეწება და ყოველ წელს უკეთესი მდგომარეობა გვხვდება საკონკურსო ტურებზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს.

სხვა სტატიები »