ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ მედიაში გალერეა მულტიმედია

როგორ ჩავერთოთ თსუ კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში?

როგორ ჩავერთოთ თსუ კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში?
25 აპრილი, 2016
კულტურა
უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. ყველა ეს ღონისძიება იმართება სტუდენტებისათვის და უმეტეს შემთხვევაში - სტუდენტების მონაწილეობით.

უნივერსიტეტის თითქმის ყველა კოლექტივი დაკომპლექტებულია თსუ-ს სტუდენტებით და ნებისმიერ სტუდენტს, შესაბამისი ნიჭით და გამოცდილებით აქვს საშუალება ჩაერთოს სხვადასხვა კოლექტივის საქმიანობაში.

ჯგუფებში მიღება ცხადდება ყოველწლიურად, ზოგჯერ წელიწადში 2-ჯერაც. ეს დამოკიდებულია ჯგუფის შემადგენლობის ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, ზოგი სტუდენტი სწავლასთან ერთად მუშაობს კიდეც და ყოველთვის ვერ ახერხებს შემოქმედებით საქმიანობაში სრულ ჩართვას.

ჯგუფებში მიღება შერჩევის წესით წარმოებს და ამ შერჩევებს ჯგუფების ხელმძღვანელები ატარებენ. ასევე უნივერსიტეტს აქვს ცეკვის სამოყვარულო ჯგუფები, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ ცეკვის შესწავლა. შესარჩევი ტურების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ვრცელდება პოსტერების, სოც. ქსელის და უნივერსიტეტის ვებ-გვერდის საშუალებით. დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად სოციალური ქსელი აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ კარგადაც მუშაობს.

სპორტი
უნივერსიტეტის სპორტის დეპარტამენტში შემდეგი კლუბები ფუნქციონირებს : ფუტსალის სტუდენტური გუნდი ;ფუტსალის გუნდი (საქართველოს ჩემპიონატი) ; კალათბურთის სტუდენტური გუნდი; კალათბურთის გუნდი (ა - ლიგის ჩემპიონატი) ;ვაჟ ფრენბურთელთა სტუდენტური გუნდი,რომელიც  ასევე მონაწილეობს საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატში; ქალ ფრენბურთელთა სტუდენტური გუნდი,ასევე მონაწილეობს საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატში ; რაგბის სტუდენტური გუნდი; ათლეტიზმი;  მკალავჭიდი; მაგიდის ჩოგბურთი,მშვილდოსნობა ; ალპინიზმი.

გუნდებში მიღება ცხადდება წელიწაში ორჯერ, სადაც სპორტსმენებს მწვრთნელები ირჩევენ. ასევე ტარდება უნივერსიტეტებს შორის სპორტული შეჯიბრებები ,დაახლოებით, სპორტის 20 სახეობაში. გვაქვს შიდა შეჯიბრებებიც,რომელთაც უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ატარებს.გარე შეჯიბრებებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი  და შემდგომ, უშუალოდ სპორტის დეპარტამენიტის ორგანიზებით ხდება ჩემპიონატებში ჩართვა.

სტუდენტის ცნობის წარდგენის შემდეგ დეპარტამენტი გასცემს სპეციალურ საშვებს, რისი მეშვეობითაც სტუდენტები ათლეტიზმის, მაგიდის ჩოგბურთის ან მკლავჭიდის სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან.

შესარჩევი ტურების შესახებ ინფორმაცია საჯაროა, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიბრძანდნენ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში, რომელიც თსუ-ს I კორპუსში, 328-ე აუდიტორიაში მდებარეობს. ძირითადად ინფორმაცია ტურნირებთან და ჩემპიონატებთან დაკავშირებით  დეპარტამენტის facebook  გვერდზე თავსდება. ჩემპიონატებზე მისვლა და გულშემატკივრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სხვა სტატიები »