ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – ,,შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“

კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – ,,შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“
1 დეკემბერი, 2015
ახალი წელი ახლოვდება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებს მორიგ საახალწლო ეკოლოგიურ კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს. თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტის, თსუ-ეკო კლუბის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის – ,,შექმენი ნარჩენებისგან საახალწლო ნაძვის ხე“. კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანი, ტყეებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერებაა.

კონკურსი ჩაარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი _ რეგისტრაციას გულისხმობს. კონკურსის ჩატარების ვადები _ 2015 წლის 1 ნოემბრიდან _ 1 დეკემბრამდეა. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლეებმა ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენისგან უნდა დაამზადონ: მაგალითად, მაკულატურა, პოლიეთილენი, მეტალი, ბიჟუტერია, ქსოვილი და სხვა ისე, რომ არ გამოიყენონ ნედლი ხე ან მისი ტოტები. შეიძლება მხოლოდ ღეროსათვის ხის ჯოხის გამოყენება. კონკურსში მონაწილე სკოლის მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ნარჩენებისგან შექმნილი „ნაძვის ხის“ ამსახველი ფოტო სურათი (1 ფოტო) გამოაგზავნოს მითითებულ ლინკზე.

მეორე ეტაპი _ ნამუშევრების გამოფენაა. მის ფარგლებში 2015 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისში გაიმართება აღმოსავლეთ საქართველოდან შერჩეული ნამუშევრების გამოფენა. 2015 წლის 12 დეკემბერს ქ. ქუთაისში გაიმართება დასავლეთ საქართველოდან შერჩეული ნამუშევრების გამოფენა.

მესამე ეტაპზე კი 2015 წლის 25 დეკემბერს თსუ I კორპუსში უკვე კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოება გაიმართება. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სამახსოვრო პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ.

ცნობისათვის, ერთ სკოლას შეუძლია შექმნას რამდენიმე ხელოვნური ნაძვის ხე. მათგან აარჩიოს ერთი საუკეთესო და ამ ნამუშევრის ამსახველი ფოტო სურათი გამოგვიგზავნოს! თითოეულ ნაძვის ხეს მხოლოდ ერთი ავტორი უნდა ჰყავდეს.

ფოტო უნდა აიტვირთოს ლინკზე: http://www.picz.ge/scripts/up.py?lang=geo-ზე! დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 555 25 43 55 _ ნანა მეფარიშვილი, 551 38 44 20 -ნიკა წითელაშვილი. ან მისწერონ თსუ-ეკო კლუბს ელ. მისამართზე: tsuecoclub@tsu.ge

სხვა სტატიები »