ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ძალიან მოკლე შესავლები“ - პრეზენტაცია

„ძალიან მოკლე შესავლები“ - პრეზენტაცია
31 მაისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ წიგნის XVII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ შედგენილი „ძალიან მოკლე შესავლების“ სერიის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სერიის ექვსი წიგნი: ლიტერატურის თეორია;  ნაწილაკების ფიზიკა; ისტორია; მათემატიკა; ცნობიერება; სამართლის ფილოსოფია.   

სხვადასხვა მეცნიერებებში მოკლე შესავლებს დაინტერესებული მკითხველი ქართულ ენაზე გაეცნობა. პრეზენტაციაში თსუ სტუდენტები, სერიის მთავარი რედაქტორი ქეთევან ქურდოვანიძე მონაწილეობდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნების სერია - ძალიან მოკლე შესავალი - მრავალ საინტერესო სამეცნიერო თუ კულტურულ ასპექტს მოიცავს, ძველი ეგვიპტისა თუ ინდური ფილოსოფიით დაწყებული და კონცეპტუალური ხელოვნებითა თუ კოსმოლოგიით დამთავრებული.
ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ შედგენილი  მეცნიერების სხვადასხვა დარგში ძალიან მოკლე შესავლების სერია თორმეტტომეულია. ახლო მომავალში დაგეგმილია შემდეგი ტომების გამოცემა: ფსიქოლოგია; არქეოლოგია; სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია; კოსმოლოგია; ლინგვისტიკა; დროის ისტორია.

წიგნების შეძენა შესაძლებელია თსუ წიგნების მაღაზიაში Scripta Manent, მისამართზე ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის ფოიე.

სხვა სტატიები »