ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

20 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - თსუ ათლეტიზმის გუნდისგან

27 მაისი, 2014
3-4 მაისს უკრაინაში ქალაქ კიევში გაიმართა ევროპის ღია ჩემპიონატი პოწერ ლიფტინგში (ათლეტიზმი), სადაც 35 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან სპორტსმენები წარმოდგენილი იყვნენ თსუ-ს სახელით, რომლებაც წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 20 ოქროს 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.
კახაბერ თეთრაძემ, რომელიც მონაწილეობდა 67,5 კგ. წონით კატეგორიაში, 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა: წოლჭიმში აწია 130 კგ.; ამოწევაში - 160 კგ. და ორჭიდში 290 კგ. ასევე ზურაბ თავართქილაძემ (100 კგ. წონითი კატეგორია) დაამყარა 3 მსოფლიო რეკორდი: წოლჭიმში 170 კგ. ამოწევაში - 300 კგ. ორჭიდში 470 კგ.

სხვა სტატიები »