ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

11 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო _ თსუ-ს გუნდს

15 დეკემბერი, 2013
4-9 დეკემბერს  ფინეთში, ქალაქ ტამპერეში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი Powerlifting-ში, რომელშიც 27 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს სახელით წარსდგა. თსუ-ს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა, მისმა წევრებმა 11 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა:

1. ზურაბ ჭავჭანიძე 125 კგ. წონითი კატეგორია ვეტერანები (მონაწილე, მწვრთნელი). 4 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი, ძალისმიერი სამჭიდი, წოლჭიმი და ამოწევა.
2. ზურაბ თავართქილაძე 100 კგ. წონითი კატეგორია. 2 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი და ამოწევა.
3. დავით ჩითინაშვილი 90 კგ. წონითი კატეგორია. მოიპოვა 3 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი, წოლჭიმი და ამოწევა.
4. გიორგი დავითაშვილი 125 კგ. წონითი კატეგორია. 2 ოქროს მედალი: ძალისმიერი ორჭიდი და ძალიერმიერი ამოწევა. მოიპოვა ვერცხლი წოლჭიმში და ბრინჯაო ძალისმიერ სამჭიდში.
5. ავთანდილ ხელაშვილი 90 კგ. წონითი კატეგორია. მოიპოვა ვერცხლი ძალისმიერ სამჭიდში და ბრინჯაო _ წოლჭიმში.

სხვა სტატიები »