ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სამწუთიანი ფილმის ფესტივალი თემაზე - „ერთი დღით ევროკავშირის მომხსენებელი“

სამწუთიანი ფილმის ფესტივალი თემაზე - „ერთი დღით ევროკავშირის მომხსენებელი“
28 ოქტომბერი, 2013
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში იწყებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმის ფესტივალს, მოკლე მობილური ფილმის შეჯიბრი თემაზე - „ერთი დღით ევროკავშირის მომხსენებელი“, რომელიც  2013 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე გაიმართება.

პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ მობილური ტელეფონებით წარმოადგინონ მოკლე, კრეატიული ფილმი, წარმოადგინონ თავიანთი შეხედულებები და ინტერპრეტაციები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ. ევროკავშირი სთხოვს ქართველ ახალგაზრდობას რომ გახდენ ისტორიის მომთხრობნი და აღწერონ პროექტები, რომლესაც ჰყავთ სხვადასხვა შემსრულებლები და სამოქალაქო საზოგადოება.
 
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ახალგაზრდობას (14-25 წლის ასაკი). დელეგაცია გამოაქვეყნებს მიმდინარე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სიას და არსებული პროექტების მენეჯერების  საკონტაქტო ინფორმაციას. ასე რომ  პროექტის მოინაწილეებს პროექტის არჩევაში და საკუთარ მენეჯერთან დეტალების განხილვაში სრული თავისუფლება აქვთ.

მოკლე ფილმები აიტვირთება ვებგვერდზე www.eu3min.ge , პრიზები პირველ სამეულს გადაეცემა. სამკაციანი ჟიური 3 გამარჯვებულს დაჯილდოების ცერემონიალზე  გამოამჟღავნებს, რომლიც თბილისში,  2013 წლის 30 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები »